Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

უფასო იურიდიული კონსულტაცია თქვეთვის საინტერესო საკითხებზე (კითხვა-პასუხი)

თარიღი : 29-08-2014, 18:29 | კატეგორია: სამართალი   
topnews.com.ge
„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ ქუთაისის ფილიალი და საინფორმაციო სააგენტო Topnews.com.ge (გაიგე მთავარი იმერეთში)ახორციელებს ერთობლივ პროექტს, რომელიც მოქალაქეებისათვის უფასო იურიდიული კონსულტაციის გაწევას ითვალისწინებს.

მოგვმართეთ თქვენთვის საინტერესო კითხვებითა და თემებით ჩვენს ელექტრონულ ფოსტაზე: topnewscomge@gmail.com. თქვენს შეკითხვებს „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ ქუთაისის ფილიალი უპასუხებს.

1.კითხვა: რომელ ასაკში ექვდემდებარება პირი სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაწვევას?


პასუხი: განგიმარტავთ, რომ „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“საქართველოს კანონის მე-9-ე მუხლის თანახმად: 18-დან 27 წლამდე ასაკის პირი, რომელიც იმყოფება ან ვალდებულია იმყოფებოდეს წვევამდელთა სამხედრო აღრიცხვაზე და რომელსაც არ აქვს სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაწვევისაგან განთავისუფლების ან გაწვევის გადავადების საფუძველი, ექვემდებარება სამხედრო სავალდებულო სამსახურის გავლას.

2. კითხვა: ვინ თავისუფლდება სამხედრო სამსახურში გაწვევისაგან?

პასუხი: განგიმარტავთ, რომ „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“საქართველოს კანონის 29-ე მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად: სამხედრო სამსახურში გაწვევისაგან თავისუფლდებიან: ა) ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო სამხედრო სამსახურისათვის უვარგისად ცნობილი პირი; ბ) პირი, რომელმაც სამხედრო სამსახური სხვა სახელმწიფოს სამხედრო ძალებში გაიარა; გ) პირი, რომელიც სისხლის სამართლის მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩადენისათვის არის ნასამართლევი; დ) პირი, რომელმაც გაიარა არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახური; ზ) ერთადერთი ვაჟი ოჯახში, რომლის ერთი წევრი მაინც დაიღუპა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლებში ან სამხედრო სამსახურის გავლისას. თ) საქართველოს პარლამენტის წევრი.
ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად: საქართველოს პრემიერ-მინისტრი უფლებამოსილია სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაწვევისაგან გაათავისუფლოს განსაკუთრებული ნიჭით დაჯილდოებული წვევამდელი.

3. კითხვა: როდის გადაუვადდება წვევამდელს სამხედრო სამსახურში გაწვევა?

პასუხი: განგიმარტავთ, რომ „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 30-ე მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად: წვევამდელს სამხედრო სამსახურში გაწვევა გადაუვადდება, თუ: ა) ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო სამხედრო სამსახურისთვის დროებით (ერთ წლამდე ვადით) უვარგისად არის ცნობილი; ა1) სამხედრო სამსახურისთვის შეზღუდულად ვარგისად არის ცნობილი; ბ) მის მიმართ მიმდინარეობს სისხლისსამართლებრივი დევნა – შესაბამისი ორგანოების მიერ სათანადო გადაწყვეტილების მიღებამდე; გ) არის უმაღლესი ან საშუალო სპეციალური სასწავლებლის სტუდენტი და ჩარიცხული იყო სამხედრო კათედრაზე – ამ პუნქტის „გ1“ ქვეპუნქტის ამოქმედებამდე; გ1) არის საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ან უცხო ქვეყნის კანონმდებლობით დადგენილი წესით აღიარებული უცხო ქვეყნის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტი – სწავლის დამთავრებამდე, უმაღლესი განათლების თითოეულ საფეხურზე; გ2) არის უმაღლესი სამედიცინო განათლების დიპლომისშემდგომი საფეხურის რეზიდენტი ან/და რეზიდენტურის ალტერნატიული დიპლომისშემდგომი განათლების საფეხურზე მყოფი პირი, რომელიც სარეზიდენტო პროგრამის დადგენილ ვადაში გადის პროფესიულ მზადებას ერთ-ერთ საექიმო სპეციალობაში, − სარეზიდენტო პროგრამის დამთავრებამდე; დ) მან გადაიხადა სამხედრო სავალდებულო სამსახურის გადავადებისათვის „სამხედრო სავალდებულო სამსახურის გადავადების მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი მოსაკრებელი; ე) არის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მოსწავლე – 20 წლის ასაკამდე; ე1) ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების დასრულების წელს დარეგისტრირდა ერთიან ეროვნულ გამოცდებზე – გამოცდების შედეგების გამოცხადებამდე, ხოლო გამოცდების შედეგების საფუძველზე უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხვის უფლების მოპოვების შემთხვევაში – იმავე წელს ამ პუნქტის „გ1“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხვამდე; ე2) აკადემიური უმაღლესი განათლების ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების წელს დარეგისტრირდა საერთო სამაგისტრო გამოცდაზე − საერთო სამაგისტრო გამოცდის შედეგების გამოცხადებამდე, საერთო სამაგისტრო გამოცდის წარმატებით ჩაბარების შემთხვევაში − უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ განსაზღვრული გამოცდის/გამოცდების შედეგების გამოცხადებამდე, ხოლო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ განსაზღვრული გამოცდის/გამოცდების წარმატებით ჩაბარების შემთხვევაში − აკადემიური უმაღლესი განათლების ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების წელს ამ პუნქტის „გ1“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში აკადემიური უმაღლესი განათლების მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვამდე; ე3) აკადემიური უმაღლესი განათლების დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამაზე სწავლის გაგრძელების მიზნით სამხედრო სამსახურში გაწვევის გადავადების მოთხოვნით მიმართა გამწვევ კომისიას – აკადემიური უმაღლესი განათლების მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების წელს ამ პუნქტის „გ1“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში შესაბამისი განცხადების შეტანამდე, ხოლო აღნიშნული განცხადების შეტანის შემდგომ – იმავე წელს ამ პუნქტის „გ1“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ აკადემიური უმაღლესი განათლების დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამაზე მისი ჩარიცხვის შესახებ გადაწყვეტილების მიღებამდე; ე4) უმაღლესი სამედიცინო საგანმანათლებლო დაწესებულების დამთავრების წელს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით დარეგისტრირდა რეზიდენტურაში ჩასარიცხ კონკურსზე − რეგისტრაციის წელს გამოცხადებული კონკურსის დასრულებამდე, ხოლო კონკურსის შედეგების საფუძველზე რეზიდენტურაში საკონკურსო ადგილის დაკავების შემთხვევაში – იმავე წელს ამ პუნქტის „გ2“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხვამდე; ვ) არის საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ოჯახის წევრთან (მეუღლე, დედა, მამა, და, ძმა, ბებია, ბაბუა) მუდმივად მცხოვრები (შესაბამის მისამართზე რეგისტრირებული) პირი, გარდა იმ შემთხვევისა, როცა აღნიშნულ მისამართზე ცხოვრობს სრულწლოვანი ოჯახის წევრი, რომელსაც არ აქვს დადგენილი შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსი. თუ ოჯახის წევრთან ცხოვრობს (ცხოვრობენ) პირი (პირები), რომელიც (რომლებიც) ასევე ექვემდებარება (ექვემდებარებიან) სამხედრო სავალდებულო სამსახურის გავლას, სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაიწვევა (გაიწვევიან) ასაკით უფროსი პირი (პირები), გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ასაკით უმცროსი პირი ნებაყოფლობით გამოხატავს წერილობით თანხმობას სამხედრო სავალდებულო სამსახურის გავლაზე; ზ) ჰყავს ორი ან ორზე მეტი შვილი; კ) მის კმაყოფაზეა არასრულწლოვანი და ან ძმა; ლ) არის მღვდელთმსახური ან სწავლობს სასულიერო სასწავლებელში; მ) არის დედისერთა; ნ) მუშაობს სოფელში მასწავლებლად ან ექიმად; ო) გაწვევის გადავადების უფლება მინიჭებული აქვს საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ; პ) ჰყავს ერთი შვილი – შვილის შეძენის დღიდან სამი წლის ვადით. ჟ) მინიჭებული აქვს დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი და ეწევა პედაგოგიურ ან სამეცნიერო-კვლევით საქმიანობას.
ამავე კანონის მე-2 პუნქტის თანახმად: თუ წვევამდელი სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაწვევის დღისთვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით რეგისტრირებულია, როგორც საქართველოს პარლამენტის წევრობის კანდიდატი, მას სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაწვევა გადაუვადდება შესაბამისი არჩევნების შედეგების ოფიციალურად გამოცხადებამდე.
ამავე კანონის მე-4 პუნქტის თანახმად: ამ მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში წვევამდელს არ გადაუვადდება სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაწვევა, თუ ის არის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი და დადგენილი აქვს შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსი იმ დაავადების, ანატომიური და გონებრივი დეფექტების გამო, რომელთა არსებობის შემთხვევაში საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად დასაშვებია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის სპეციალურ ან ინდივიდუალურ პირობებში შრომა.

4. კითხვა: რა სახის პასუხისმგებლობას გამოიწვევს სავალდებულო სამხედრო სამსახურში გამწვევ კომისიაში გამოუცხადებლობა სამხედრო ვალდებულების მოხდისაგან თავის არიდების მიზნით?

პასუხი: განგიმარტავთ, რომ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 197/1 მუხლის თანახმად: სავალდებულო სამხედრო სამსახურში გამწვევ კომისიაში გამოუცხადებლობა სამხედრო ვალდებულების მოხდისაგან თავის არიდების მიზნით, გამოიწვევს დაჯარიმებას 1000 ლარის ოდენობით.
აღნიშნული ჯარიმის დადგენილ ვადებში გადაუხდელობა, – გამოიწვევს ადმინისტრაციულ პატიმრობას 30 დღის ვადით.
შენიშვნა: ზემოაღნიშნული სამართალდარღვევის ჩადენისათვის პირს ჩამოერთმევა იარაღის ტარების უფლება 3 წლამდე ვადით.

5.კითხვა: რა ვადებში უნდა განხორციელდეს სამხედრო სავალდებულო სამსახურში მოქალაქეთა 2014 წლის საშემოდგომო გაწვევა?
პასუხი: „სამხედრო სავალდებულო სამსახურში მოქალაქეთა 2014 წლის საშემოდგომო გაწვევის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 04 აგვისტოს N461 დადგენილების 1-ლი მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად: სამხედრო სავალდებულო სამსახურში მოქალაქეთა 2014 წლის საშემოდგომო გაწვევა უნდა განხორციელდეს 2014 წლის 1 აგვისტოდან 2014 წლის 31 დეკემბრამდე.


ნანახია: 2282-ჯერ

მსგავსი სიახლეები
რა სახის პასუხისმგებლობას გამოიწვევს სავალდებულო სამხედრო სამსახურში გამწვევ კომისიაში გამოუცხადებლობა?ვინ თავისუფლდება
ჯარში გაწვევიდან თავისუფლდებიან. სტუდენტები, დედისერთები, ორშვილიანები
უფასო იურიდიული კონსულტაცია თქვეთვის საინტერესო საკითხებზე (კითხვა-პასუხი)
topnews.com.ge ქუთაისის მერიის სამხედრო სამსახურის უფროსს ვალერი ყენიას ესაუბრა.
პარლამენტში საკანონმდებლო ინიციატივა დარეგისტრირდა, რომლის ავტორიც მოქალაქე ირინე ბარბაქაძეა.

ამინდი