იმერეთისა და ქუთაისის ხელმძღვანელობამ არასამთავრობო ორგანიზაციასთან თანამშრომლობის ვალდებულება აიღო
თარიღი : 29-08-2014, 18:04 | კატეგორია: საზოგადოება

„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ ქუთაისის ფილიალმა პროექტის „იაქტიურე და ჩაერთე გადაწყვეტილებების მიღების პროცესში“ ფარგლებში ადგილობრივი ხელისუფლების ორგანოებთან მემორანდუმი გააფორმა.
პროექტი, რომელიც ხუთი თვის განმავლობაში მიმდინარეობდა, რეგიონის მასშტაბით მოსახლეობის პრობლემების იდენტიფიცირებასა და მათ გადაწყვეტას ისახავდა.
მემორანდუმის თანახმად, მხარეები თანხმდებიან, რომ პროექტის ფარგლებში დაწყებული თანამშრომლობა პროექტის დასრულების შემდეგაც გაგრძელდება.