ზესტაფონში პოლიცილების დასჯის მოთხოვნით ცენტრალური მაგისტრალი გადაკეტეს
თარიღი : 29-08-2014, 11:34 | კატეგორია: ახალი ამბები

ამ წუთებში ზესტაფონის რაიონულ სასამართლოში სამართალდამცავების მიერ ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების მუხლით დაკავებული თამაზ გორგოძისათვის აღმკვეთი ღონისძიების შეფარდების საკითხს განიხილავენ.
სასამართლო პროცესის პარალელურად, გორგოძის ახლოლბებმა თბილისი-სენაკი-ლესელიძის ავტომაგისტრალი გადაკეტეს. მათი განცხადებით, გორგოძე 10-მდე პოლიციელმა სასტიკად სცემა, ხოლო ამის შემდეგ ნარკოტიკი ჩაუდეს.
„სამართალდამცავებმა უკანონობა ჩაიდინეს და პასუხი უნდა აგონ. სასამართლო დარბაზში არ გვიშვებენ. ჩვენ, ცენტრალური გზის გადაკეტვის გარდა, სხვა გზა არ დაგვრჩენია,“ - ამბობს გორგოძის ახლობელი დალი ნემსაძე.