ქუთაისის მერი და იმერეთის გუბერნატორი სადღესასწაულო წირვაზე
თარიღი : 28-08-2014, 11:19 | კატეგორია: ახალი ამბები

მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით ქუთაისის მერი შოთა მურღულია და იმერეთის გუბერნატორი ზაზა მეფარიშვილი ოჯახებთან ერთად ბაგრატის ღვთისმშობელის მიძინების სახელობის ტაძარში სადღესასწაულო წირვა-ლოცვას დაესწრნენ. ქალაქის მერმა და იმერეთის გუბერნატორემა ტაძარს მარიამ ღვთისმშობლის ხატი შესწირეს. სადღესასწაულო ლოცვა ქუთათელ - გაენათელმა მიტროპოლიტმა მეუფე კალისტრატემ აღავლინა.
მარიამობის დღესასწაულს წინ მარიამობის მარხვა უძღოდა, რომელიც 14 აგვისტოს დაიწყო და დღეს წირვის შემდეგ დასრულდა.
მარიამობის დღესასწაულს წინ მარიამობის მარხვა უძღოდა, რომელიც 14 აგვისტოს დაიწყო და დღეს წირვის შემდეგ დასრულდა.