Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ზესტაფონში სამართალდამცველების მიერ დაკავებული გორგოძე რაიონულ საავადმყოფოშია გადაყვანილი

თარიღი : 27-08-2014, 18:55 | კატეგორია: ახალი ამბები, სამართალი   
topnews.com.ge
ზესტაფონში სამართალდამცველების მიერ დაკავებული 37 წლის თამაზ გორგოძე რაიონულ საავადმყოფოშია გადაყვანილი.
როგორც topnews.com.ge-ს დაკავებული თამაზ გორგოძის ოჯახის წევრებმა განუცხადეს, დაკავების მიზნით ნაცემი გორგოძის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა.

გორგოძე ზესტაფონის პოლიციიდან ტვინის შერყევის დიაგნოზით საავადმყოფოში გადაიყვანეს.

“საშინელად ნაცემია ჩემი მეუღლე. გუშინ ისე გამეტებით სცემეს პოლიციელებმა, რომ ჯერ ქუთაისის საავადმყოფოში, შემდეგ კი ზესტაფონის საავადმყოფოში გადმოიყვანეს. ბადრაგი საავადმყოფოში არ მიშვებს, როგორია მისი მდგომარეობა არ ვიცი”, - აცხადებს დაკავებულის მეუღლე ფიქრია საყვარელიძე.

როგორც topnews.com.ge-ს პაციენტის მკურნალმა ექიმმა განუცხადა, თამაზ გორგოძეს ტვინის შერყევა აქვს და მკურნალობის ინტენსიურ კურსს გადის.

როგორც შსს-ში აცხადებენ, ეჭვმიტანილის წინააღმდეგ ზესტაფონში, კოალითის დასახლებაში სპეცოპერაცია ჩატარდა, თუმცა დაკავებისას გორგოძის ცემას ადგილი არ ჰქონია. როგორც უწყებაში განმარტავენ, საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლით აღიძრა. პირობით მსჯავრდებული თამაზ გორგოძე ნარკოტიკული საშუალებების შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავეს.


ნანახია: 2445-ჯერ

მსგავსი სიახლეები
თამაზ გორგოძეს 10-მდე სამართალდამცველი თავს დაესხა და მისი უმოწყალოდ სცემა დაიწყეს.
სასამართლო პროცესის პარალელურად, გორგოძის ახლოლბებმა თბილისი-სენაკი-ლესელიძის ავტომაგისტრალი გადაკეტეს. მათი განცხადებით, გორგოძე
ზესტაფონში მცხოვრები ფიქრია საყვარელიძე სამართალდაცმველებს პროკურატურაში უჩივის. მისი თქმით, მეუღლე თამაზ გორგაძე
ერთი სტუდენტი ადგილზევე დაიღუპა, მეორე სტუდენტი კი ქუთაისის საავადმყოფოშია გადაყვანილი.

ამინდი