"ნაციონალების" მიერ ქუთაისში შეძენილ ქონებას საკრებულოს სპეციალური კომისია შეისწავლის
თარიღი : 27-08-2014, 18:10 | კატეგორია: ახალი ამბები, პოლიტიკა

ქუთაისის საკრებულოს სხდომაზე დეპუტატებმა ქალაქის ქონების საპრივატიზაციო ობიექტების ნუსხის დამტკიცება ჩააგდეს.
საკითხს საკრებულოს „ნაციონალი“ დეპუტატების გარდა, მოწინააღმდეგეები უმრავლესობის რიგებშიც გამოუჩნდა.
„ქართული ოცნების“ დეპუტატებმა გადაწყვეტილება იმით ახსნეს, რომ ობიექტების პრივატიზაციის საკითხთან მიმართებაში მეტი სიფრთხილეა საჭირო.
უმრავლესობის დეპუტატმა ნატო ქათამაძემ კი განაცხადა, რომ გასულ წლებში, „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების პირობებში გასხვისებულ ობიექტებს საკრებულოს „ნაციონალი“ დეპუტატები თავად იძენდნენ, რის გამოც ქათამაძე აპირებს საკრებულოს მომავალ სხდომაზე აღნიშნული საკითხის შესწავლის მიზნით, სპეციალური კომისიის შექმნის საკითხი დასვას.
„შეგიძლიათ ჩემით დაიწყოთ,“ - ამგვარად გამოეხმაურა ქათამაძის ინიციატივას საკრებულოს „ნაციონალი“ წევრი ბესიკ ბრეგაძე.
დეპუტატების განცხადებით, საპრივატიზაციო ობიექტების ნუსხა 500 ობიექტს მოიცავს. დღვანდელ სხდომაზე კი დასამტკიცებლად 14 ობიექტი იყო გამოტანილი.