ზესტაფონში სპეცოპერაციის შედეგად 37 წლის მამაკაცი დააკავეს

სპეცოპერაცია ზესტაფონში.
სამართალდაცმეველბმა მუნიციპალიტეტში მცხოვრები 37 წლის თამაზ გორგოძე დააკავეს.
როგორც topnews.com.ge-ს თამაზ გორგოძის მეუღლემ განუცხადა, მის მეუღლეს საკუთარი კორპუსის წინ 10-მდე სამართალდამცველი თავს დაესხა და მისი უმოწყალოდ სცემა დაიწყეს.
როგორც გორგოძეს მეუღლე აცხადებს, ცემის შემდეგ მისი მეუღლე პოლიციაში წაიყვანეს, სადაც მას მანქანასა და წინდაში ნარკოტიკები ჩაუდეს.
“კორპუსის წინ ათამდე პოლიციელმა სცემა, შემდეგ კი ნარკოტიკი ჩაუდეს და პოლიციის შენობაში მიიყვანეს. იმდენად ნაცემი იყო, რომ სასწრაფოს გამოძახება გახდა საჭირო. ამ ყველაფერს ვუკავშირებთ იმას, რომ ზესტაფონის რაიონული პოლიციის უფროსთან ჩემ მეუღლეს შეკამკათება მოუვიდა. ის ადამიანები დღეს თანამდებობაზე არ არიან, თუმცა პოლიციაში რჩებიან ადამიანები, რომლებსაც ჩემი მეუღლის გარეთ ყოფნა არ აწყობთ”, - აცხადებს ფიქრია საყვარელიძე.
როგორც შსს-ში აცხადებენ, ეჭვმიტანილის წინააღმდეგ ზესტაფონში, კოალითის დასახლებაში სპეცოპერაცია ჩატარდა და მის სცემას ადგილი არ ჰქონია. როგორც უწყებაში განმარტავენ, საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლით აღიძრა და პირობით მსჯავრდებული თამაზ გორგოძე ნარკოტიკული საშუალებების შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავეს.