Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

რკინიგზის ქვესადგურის დამხმარე ნაგებობა სკოლის ფუნქციით

თარიღი : 26-08-2014, 19:50 | კატეგორია: საზოგადოება   
topnews.com.ge
ზესტაფონის რაიონის სოფელ სადგურ სვირში ახალი სკოლის მშენებლობა სრულდება, მიმდინარეობს შენობის გადახურვა, შიდა და გარე სარემონტო სამუშაობი. დღეს, სვირში საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე და იმერეთის გუბერნატორი ზაზა მეფარიშვილი ჩავიდნენ, სამშენებლო სამუშაოები დაათვალიერეს და პედაგოგებსა და სოფლის მოსახლეობას შეხვდნენ.

სოფელ სადგურ სვირის მოსწავლეები რამდენიმე ათეული წელი ძველ შენობაში არასტანდარტულ, სწავლისათვის შეუფერებელ გარემოში სწავლობდნენ. სასწავლო პროცესი სოფლის განაპირას მდებარე რკინიგზის ქვესადგურის დამხმარე ნაგებობებში მიმდინარეობდა, სადაც არ იყო ელემენტარული სანიტარულ-ჰიგიენური პირობები. ნაგებობიდან 25 მეტრის დაშორებით მუშაობს მაღალი ძაბვის ქვესადგური, ხოლო შენობის თავზე მაღალი ძაბვის გადამცემი ხაზები გადის, რომელთაც ძლიერი ელექტრო-მაგნიტური გამოსხივება აქვთ.

გასულ სასწავლო წელს სკოლაში მხოლოდ 57 მოსწავლე სწავლობდა, მათი რიცხვი ყოველწლიურად იკლებდა. მინისტრთან საუბრისას სოფლის მოსახლეობამ იმედი გამოთქვა, რომ ყველა ის მოსწავლე, ვინც ცუდი სასწავლო პირობების გამო სკოლა დატოვა, აუცილებლად დაბრუნდება და ახალ, თანამედროვედ აღჭურვილ სკოლაში გააგრძელებს სწავლას.

ახალი სკოლის შენობა ძველ სკოლაზე გაცილებით უკეთეს და ხელსაყრელ ადგილზე აშენდა, ორსართულიანი თანამედროვე სკოლა ახალი ინვენტარითა და ტექნიკით აღიჭურვება, ექნება ცენტრალიზებული გათბობა, სასწავლო ლაბორატორია, ბიბლიოთეკა, კომპიუტერული კლასი, ექიმის კაბინეტი, ღია სპორტული მოედანი. სკოლა ასევე ადაპტირებულია სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებისთვის. სკოლა 120 მოსაწავლეზეა გათვლილი და 2014 წლის ოქტომბერში დაიწყებს ფუნქციონირებას.


ნანახია: 1754-ჯერ

მსგავსი სიახლეები
აღნიშნულ სოფელში 22 წელია სკოლის შენობა არ არსებობს. მოსწავლეებს გაკვეთილები საკრებულოს ყოფილ შენობაში სახელდახელოდ მოწყობილ
შენობა თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად აშენდა და ღირებულებამ 422 307 ლარი შეადგინა.
სოფელ ჯვარისას საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი დროებით სოფლის ამბულატორიასა და ადმინისტრაციულ შენობაში მიმდინარეობს.
სკოლის მშენებლობისთვის განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ 1 300 000 ლარი გამოყო.

ამინდი