მძღოლების გაფიცვის გაგრძელების შემთხვევაში მერია დამსაქმებელი კომპანიის მიმართ სანქციებს მიმართავს
თარიღი : 26-08-2014, 13:48 | კატეგორია: ახალი ამბები

ქუთაისის ვიცე-მერის ნოდარ მიქიაშვილის განცხადებით, ქალაქის ხელისუფლება ყველაფერს გაკეთებს იმისათვის, რომ ქალაქში საქალაქო ავტობუსების მოძრაობა აღდგეს.
როგორც ჟურნალისტებთან საუბარში მიქიაშვილი აცხადებს, მძღოლებისა და „თეგეტა მოტორსის“ ურთიერთობაში ადგილობრივი ხელისუფლება არ ერევა, თუმცა ვიცე-მერი ამბობს, რომ კომპანიას ხელშეკრულებით გათვალისწინებული ყველა ვალდებულების შესრულება მოუწევს.
„ჩვენ გვქონდა „თეგეთა მოტორსის“ წარმომადგენლებთან საუბარი. ამბობენ, რომ გარკვეული ხაზები საკუთარ თავს ვერ არჩენენ, თუმცა არის ხაზები, რომელთაც მოგება მოაქვთ. მძღოლებს ჰქონდათ მოთხოვნა, რომ ყოველდღიურად მათთვის 20 ლიტრი საწვავი მიეცათ, რასაც კომპანია არ ეთანხმება,“ - ამბობს მიქიაშვილი.
ვიცე-მერის თქმით, იმ შემთხვევაში თუ მძღოლები მუშაობას არ გააგრძელებენ, მერია მათ დამსაქმებელ კომპანიას დააჯარიმებს.
ცნობისთვის, მძღოლები სამუშაო პირობებს იწუნებენ და პრეტენზიები დამსაქმებელ კომპანიასთან აქვთ.