Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

კურორტ 'სულორის' მესაკუთრე ინვესტორს ეძებს [photo]

თარიღი : 22-08-2014, 22:59 | კატეგორია: ახალი ამბები, საზოგადოება, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ სულორში მდებარე ბალნეოლოგიური კურორტი, რომელსაც ყოველ წელს ათასობით დამსვენებლი აკითხავდა, დღეს ვიზიტორთა ნაკლებობას განიცდის. აღნიშნულის მიზეზად კი კურორტზე არსებული მოუწესრიგებელი ინფრასტრუქტურა სახელდება. კურორტზე დასაქმებულთა განცხადებით, აბაზანები მათი დაარსების დღიდან არ შეკეთებულა. ბალნეოლოგიურ კურორტის მესაკუთრე ბონდო დვალიშვილი კურორტის საჭიროებებზე საუბრობს და იმედოვნებს, რომ გამოჩნდება ინვესტორი, რომელიც კურორტის ინფრასტრუქტურის რეაბილიტირების გარდა, საზოგადოებაში კურორტის მეტ პოპულარიზაციასაც შეუწყობს ხელს.
"ვეძებთ სპონსორს, რომ ინფრასტრუქტურა შევქმნა იქნებ და ბაქოელები შემოვიყვანო. სესხს გამოვიტანდი, მაგრამ ბოლო დროს კლიენტურაც აღარ მყავს, "- აცხადებს ბონდო დვალიშვილი.

ადგილობრივების თქმით, ბოლო წლებში კურორტზე ზაფხულის პერიოდში ჩამოსულ დამსვენებელთა რიცხვი შემცირდა. დამსვენებლების კურორტით დაინტერტესებას თერმული რადიაქტიული მინერალური წყლები განაპირობებს, რომლის ტემპერატურა, როგორც ზამთრის, ისე ზაფხულის პერიოდში 38 გრადუსს აღწევს. topnews.com.ge-სთან საუბარში დამსვენებელთა ნაწილი აცხადებს, რომ ბალნეოლოგიური კურორტზე წლებია დადიან, თუმცა არიან ისეთებიც, რომლებიც კურორტს პირველად სტუმრობენ. დამსვენებელთა უმრავლესობა კურორტის მომსახურებით კმაყოფილებას გამოთქვამს, თუმცა აღნიშნავენ, რომ „სულორის“ ინფრრასტრურის მოწესრიგება აუცილებელია.
" ძალიან მიხდება აქაური აბანოები. ყოველ წელს ჩამოვდივარ და 10 დღე მყოფნის. მაგრამ ინფრასტრუქტურა ძალიან მოუწესრიგებელია. სკამიც კი არ არის, რომ დაჯდე და დაისვენო,"- აცხადებს ნათელა ნოზაძე.
კურორტ სულორის რეაბილიტაციაზე, ვანის მუნიციპალიტეტის გამგეობაში განმარტავენ, რომ ხელისუფელბამ კურორტზე უკვე იზრუნა და სულორამდე მისამსველი გზა დააგო. რაც შეეხება ბალნეოლოგიური კურორტის რეაბილტიაციას, ვანის მუნიციპლაიტეტის გამგოებაში განამრტავენ, რომ აღნიშნულზე კუროტის მეპატრონემ უნდა იზრუნოს.

კურორტ 'სულორის' მესაკუთრე ინვესტორს ეძებს [photo]


ნანახია: 3006-ჯერ

მსგავსი სიახლეები
სამკურნალო-ბალნეოლოგიურ კურორტზე ინფრასტრუქტურა წლების განმავლობაში არ განვითარებულა, რაც მის უმოქმედობას იწვევს. ამ დროისთვის
კურორტის რეაბილიტაციისთვის დაახლოებით 3-4 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიციაა საჭირო.
პეტიციის ავტორების განცხადებით, პეტიციის მოგების შემთხვევაში სამტრედიას, რომლის ერთ–ერთ მნიშვნელოვან სტრატეგიულ ობიექტს
კურორტ სულორის ბანაკის დირექტორი დავით ლიკლიკაძეა.
კურორტის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ საზაფხულო სეზონი მაისის მეორე ნახევრიდან დაიწყება, თუმცა მათივე განმარტებით, დამსვენებელს
იმის გამო, რომ კურორტის ტერიტორიაზე არსებულ ჭაბურღილზე ლიცენზია აღნიშნულ ფირმას აქვს, კურორტი წყლის გარეშე რჩება და შესაბამისად,

ამინდი