ქუთაისის ტორპედომ ხარაგაულის ჩხერიმელა დაამარცხა
თარიღი : 21-08-2014, 01:16 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა

ქუთაისის საფეხბურთო კლუბმა "ტორპედომ" ხარაგაულის საფეხბურთო კლუბი "ჩხერიმელა" ანგარიშით 1:0 დაამარცხა.
შეხვედრა დავით ყიფიანის სახელობის ეროვნული თასის პირველი მეთექვსმეტედფინალური მატჩების ფარგლებში გაიმართა.
დღევანდელ შეხვედრაში „ტორპედოს“ მაისურით პირველი ოფიციალური მატჩი გამართეს: გაბრიელ თებიძემ, ალექსი ბენაშვილმა და გიორგი გიორგაძემ. ჩვენს გუნდში დაბრუნების შემდეგ ასევე პირველად იასპარეზა შოთა ბაბუნაშვილმა.
აღნიშნულ ეტაპზე გუნდებს შორის საპასუხო მატჩი სექტემბერში გაიმართება, ჩემპიონატის კალენდარში შესული ცვლილებების გამო, ჯერჯერობით ზუსტი თარიღი უცნობია.
რაც შეეხება „ტორპედოს“ მომდევნო კალენდარულ მატჩს, მას ჩვენი გუნდი 24 აგვისტოს, სტუმრად სამტრედიაში მარტვილის „მერანის“ წინააღმდეგ ჩაატარებს.