Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

უკრაინული კაზანტიპის შემდეგ საქართველოში შესაძლოა რუსული კუბანა გაიმართოს

თარიღი : 19-08-2014, 18:46 | კატეგორია: ახალი ამბები   
topnews.com.ge
„კაზანტიპის'' შემდეგ საქართველოში შესაძლოა კიდევ ერთმა ცნობილმა მუსიკალურმა ფესტივალმა გადმოინაცვლოს. ამის შესახებ რუსული მედია ჯერ კიდევ რამდენიმე კვირის წინ წერდა.

კერძოდ, მისი ცნობით, რუსეთში ერთერთი ყველაზე პოპულარული ფესტივალი „კუბანა“ კრასნოდარის ოლქში, შავი ზღვის სანაპიროზე წელს, 14–19 აგვისტოს ბოლოჯერ გაიმართება.

როგორც „კუბანას“ ორგანიზატორები აცხადებენ, კრასნოდარში ფესტივალის გამართვაზე უარის თქმა პოლიტიკური ვითარების გამო მოუხდათ. მათი თქმით, ბევრმა მუსიკოსმა, მათ შორის ჯგუფებმა კანადიდან, ამერიკიდან და შვედეთიდან ფესტივალში მონაწილეობაზე უარი თქვა.

„კუბანას“ პროდიუსერის ილია ოსტროვსკის თქმით, ის საქართველოში არასდროს არ ყოფილა, თუმცა თეორიულად „კუბანას“ აქ ჩატარება შესაძლებელია. ჯერჯერობით კი მსგავსი ინიციატივით მას არავინ დაკავშირებია, თავად ფესტივალის ორგანიზატორებს კი ასეთი შესაძლებლობა სერიოზულად არც განუხილავთ.

ოსტროვსკი ამბობს, რომ საქართველოს კურორტებს ნაკლებად იცნობს ისევე, როგორც რიგითი რუსი ტურისტების უმრავლესობა, თუმცა დარწმუნებულია, რომ „ისინი მშვენიერია“.

„კუბანა და კაზანტიპი ერთი მიმართულებით მოძრაობს, თუმცა სხვადასხვა მხრიდან.რუსეთში ბოლო წლებში ჩვენს ფესტივალზე დაახლოებით 150–დან 200 ათასამდე ადამიანი ჩამოდიოდა. ყოველი ვიზიტორი, ბილეთისა და სატრანსპორტო ხარჯების გარდა, ფესტივალზე საშუალოდ 10–50 ათას რუბლს ხარჯავდა (კვება, ცხოვრება, გასართობი ინფრასტრუქტურა). შედეგად, რეგიონი, ყველაზე მოკრძალებული დაანგარიშებით, ყოველწლიურად სულ მცირე 50 მილიონ დოლარს იღებდა. ფესტივალის ადგილმდებარეობის შეცვლის შემთხვევაში ვიზიტორთა რაოდენობა 5–ჯერაც რომ შემცირდეს, ნებისმიერ შემთხვევაში ტურისტული დარგი ცუდ შემოსავლებს არ მიიღებს,“-აცხადებს ოსტროვსკი.
წყარო: commersant.ge



ნანახია: 1816-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ფესტივალზე მისულ მოსახლეობას შესაძლებლობა ჰქონდა ერთმანეთის შესაღებად უსაფრთხო ფერადი საღებავი გამოეყენებინა.
ქუთაისიდან ფესტივალზე უფასო ავტობუსები იმოძრავებს
'შემოქმედ ქალთა ფესტივალი' პირველად 2015 წელს გაიმართა და მასში ორმოცდახუთი შემოქმედი ქალი მონაწილეობდა.
არსებული ინფორმაციით, ახალგაზრდა მამაკაცი შეუძლოდ გახდა, ის სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ
„დასავლეთ ევროპის ქვეყნებში დასვენების ფასები საგრძნობლად გაიზარდა, ამიტომ რუსი ტურისტები ალტერნატიულ მიმართულებებს ეძებენ. წელს

ამინდი