იპოთეკური სესხებით დაზარალებულთა დასახმარებლად ინვესტორი გამოჩნდა
თარიღი : 10-09-2013, 13:13 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა

იპოთეკური სესხებით დაზარალებულთა პრობლემის მოსაგვარებლად ინვესტორი მთავრობის ნებართვას ელოდება.
ნუგზარ გოგიძე, რომელიც ქუთაისში პარლამენტთან მყოფ დაზარალებულ მოქალაქეებს უკვე შეხვდა, აცხადებს, რომ კერძო საინვესტიციო ფონდიდან გრძელვადიანი, დაბალპროცენტიანი იპოთეკური სესხების გასაცემად პირველ ეტაპზე სამი მილიარდის მობილიზება შეუძლია.
"ახლა მთავარია პოლიტიკური ნება, რომ მთავრობამ ეროვნულ ბანკს მისცეს დავალება ან შუამდგომლობა ან დავალება, რომ ბანკმა მიიღოს ეს კრედიტი და განკარგოს. კერძო საინვესტიციო ფონდი იმ რაოდენობის თანხას გასცემს, რამდენიც იპოთეკარების პრობლემის მოგვარებას სჭირდება. პირველ ეტაპზე სამ მილიარდზეა შეთანხმება მიღწეული, თუმცა თუ ეროვნული ბანკი დაბრუნების გარანტიას გასცემს, ეს თანხა შეიძლება 5 და 10 მილიარდიც იყოს," - ამბობს ნუგზარ გოგიძე.
გოგიძის თქმით, თუ მთავრობა ამ შეთავაზებაზე თანხმობას განაცხადებს, ამის შემდეგ ეროვნული ბანკი გადმოიწერს კერძო მევახშეებისაგან დაზარალებული მოქალაქეების ქონებას.
შეგახსენებთ, რომ გამოსახლებების შეჩერებისა და გრძელვადიანი იპოთეკური სესხების გაცემის მოთხოვნით, იპოთეკური სესხებით დაზარალებული მოქალაქეები პარლამენტის შენობასთან უკვე მეშვიდე დღეა შიმშილობენ.