Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

"ტურისტებს ჩვენთან არავინ უშვებს",- ტურისტების დატაცება ქუთაისის აეროპორტში

თარიღი : 14-08-2014, 16:06 | კატეგორია: ახალი ამბები, სტატიები   
topnews.com.ge
ქუთაისში მოქმედი კერძო ჰოსტელების მეპატრონეები ქუთაისის დავით აღმაშენებლის საერთაშორისო აეროპორტის ადმინისტრაციას კორუფციულ გარიგებებსა და მათი საქმიანობისათვის ხელის შეშლაში ადანაშაულებენ.

ერთ-ერთი ქალბატონი, რომელიც აღნიშნულ ბიზნესში დაახლოებით ხუთი წელია, ჩართულია, ამბობს, რომ აეროპორტში ჩამოსულ ვიზიტორებს აეროპორტის თანამშრომელი, პოლონელი გოგონა ხვდება, მათ პოლონურად ესაუბრება და სტუმრები მისი ოჯახის კუთვნილ სასტუმროში მიჰყავს.

„ძირითადად პოლონელები დადიან ჩვენთან. კვირაში სამჯერ ჩამოდის პოლონეთის რეისი. მთელ ოჯახში უმუშევრები ვართ და ოჯახს ამით ვინახავ. 10 ლარი ღირს ღამის გათევა. რამდენი ტურისტი უნდა მოვიდეს, რომ ვალდებულებებიც გავისტუმრო და ოჯახსაც მივხედო. ვტირით ხალხი, რადგან ტურისტებს ჩვენთან არავინ უშვებს. აეროპორტის დირექტორიც საქმის კურსშია. პრობლემის გაჟღერება ყველას უნდა, მაგრამ თავს იკავებენ, რადგან ყველა საკუთარ თავს უფრთხილდება“- ამბობს ქალბატონი.

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან მგზავრთა გადაყვანას კომპანია „ჯორჯიან ბასი“ ახორციელებს. კომპანიის ხელმძღვანელი შალვა კვიტაშვილი განმარტავს, რომ მის კომპანიას ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან მგზავრების გადაყვანის ექსკლუზიური უფლება სამი წლის განმავლობაში, 2016 წლამდე აქვს აღებული. კვიტაშვილის თქმით, მას საკუთარი ჰოსტელი და კვების ობიექტი აქვს, სადაც სტუმრები მიჰყავს.

„ყველამ უნდა აკეთოს ბიზნესი. ძირითადად, ჩამოდიან ტურისტები, რომლებმაც წინასწარ გაიგეს სასტუმროს პირობები და დაჯავშნეს სასტუმრო. მე-7 წელია რაც ამ ბიზნესში ვარ. 1-2 ადამიანია ისეთი, რომელიც ამბობს, რომ ჰოსტელი არ აქვს და რჩევას ითხოვს. რა თქმა უნდა, მას სხვა ჰოსტელში არ გაუშვებთ. თუმცა ჩვენთან იყვნენ მოსული სხვა ჰოსტელების მეპატრონეები, რომლებმაც ფლაერების დარიგება გვთხოვეს და არავისთვის გვითქვამს უარი. მე თუ პოლონელი თანამშრომელი მყავს, ეს ჩემი სტრატეგიაა და გარკვეული თანხაც მიჯდება. მე მესმის კერძო ჰოსტელების მეპატრონეთა შეშფოთება, მაგრამ ბევრი ტურისტი უჩივის მათ პირობებს. ჩვენ ტურისტებს მაქსიმალურად კომფორტულ პირობებს ვუქმნით. ჩვენ გვენდობიან საელჩოები და სამთავრობო დელეგაციები. ასევე, ვართ, კაზანტიპის ფესტივალის ოფიციალური გადამყვანი,“ - ამბობს კვიტაშვილი.

წყარო: news.ge


ნანახია: 2510-ჯერ

მსგავსი სიახლეები
2017 წელს ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი გაფართოვდება.
2012 წლიდან დღემდე ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი 380 172 მგზავრს მოემსახურა.
დავით აღმაშენებლის სახელობის ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი მორიგი სიახლის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.
ფრენა 15:00 წუთზე უნდა შესრულებულიყო, თუმცა ძლიერი ქარის გამო რეისი ვერ განხორციელდა.
ჰოსტელების ფასები ქუთაისში 10$-იდან იწყება.
აეროპორტში ხმაურის და შეფერხებების მიზეზი უამინდობა გახდა.