ტყიბულის რაიონში დათვები ოჯახებს თავს ესხმის

ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფლებში დათვების თავდასხმები გახშირდა.
ადგილობრივების თქმით, ტყიბულის რაიონის სოფელ ჯვარისაში შინაურ ცხოველებზე თავდასხმის ოთხი ფაქტი დაფიქსირდა. ანალოგიური შემთხვევებია მეზობელ სოფლებშიც - ოჯოლასა და ლაშიაში, სადაც ბოლო სამი კვირის განმავლობაში დათვის შინაურ ცხოველებზე თავდასხმის 10-მდე ფაქტი დაფიქსირდა.
დათვი ღამით ტყიდან სოფლებში ჩადის, მოსახლეობის საცხოვრებელ ეზოებში შედის, ამტვრევს შინაური ცხოველების სადგომს და იტაცებს ცხოველებს.
როგორც მოსახლეობა ამბობს, დათვის მოკვლის უფლება არ აქვთ და შესაბამისი სამსახურიდან დახმარებას ითხოვენ. მათივე თქმით, არის საფრთხეც, რომ დათვი ადამიანებსაც დაესხას თავს.
" ღამის ოთხი საათი იქნებოდა, ღორების საშინელი კივილის ხმა გავიგონე. გავიხედე და რას ვხედავ ჩემი 80 კგ-იანი ღორი დათვს ტორში აქვს ამოდებული და მიათრევს. ეზოში დიდი ჯოხი იყო ავიღე და მივსდევდი დათვს და თან ვურტყამდი. მაგრამ ღონი მაინც ვერ გადავარჩინე. ადგილობრივ ხელისუფლებას ვთხოვთ იქნებ რაიმე კომპენსაცია მოგვცენ, რადგან ძალიან ცუდ მდგომარეობაში ჩავვარდით, "- აცხადებს რუსუდან ბოჭორიშვილი.
topnews.com.ge-სთან საუბარი არ ისურვა მუნიციპალიტეტის გამგებელმა რობიზონ გვენეტაძემ. მისი თქმით, ის დღის განმავლობაში დაკავებულია და დროს ვერ გამოძებნის. საკრებულოს თავმჯდომარემ თამაზ კუბლაშვილმა კი საქმის საფუძვლიანად შესწავლისთვის დრო მოითხოვა და განმარტა, რომ დღის ბოლომდე შემთხვევის შესწავლას ვერ შესძლებდა.