Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

მუხნარის ტერიტორიაზე მაცხოვრებლებს სუფთა სასმელ წყალს ერთ კვირაში ჰპირდებიან

თარიღი : 13-08-2014, 13:56 | კატეგორია: ახალი ამბები   
topnews.com.ge
მუხნარის დასახლებაში წყლის მაგისტრალის სარებილიტაციო სამუშაოების პირველი ეტაპი სრულდება.
ქუთაისის მერმა შოთა მურღულიამ, ვიცე-მერმა ნოდარ მიქიაშვილმა და გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის ქუთაისის სერვის ცენტრის დირექტორმა მუხნარის ტერიტორიაზე მიმდინარე წყლის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერეს.
მუხნარში აღნიშნული სამუშაოების პირველი ეტაპი სრულდება. კვირის ბოლოს წყლის გადაყვანა მოსახლეობაში მოხდება და ადგილობრივები სუფთა სასმელ წყალს მიიღებენ. წლების მანძილზე რიონჰესის დასახლება (350 ოჯახი) ტექნიკური წყლით მარაგდებოდა. ამორტიზებული მილები სასმელი წყლის დაბინძურებას კიდევ უფრო უწყობდა ხელს. გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიამ ქუთაისში, რიონჰესის ტერიტორიაზე სამუშაოები 2 თვის წინ ადგილობრიოვი ხელისუფლების თხოვნით დაიწყო. ,,ერთ-ერთ შეხვედრაზე მოსახლეობამ მწვავე პრობლემად წყლის ხარისხის და მიწოდების საკითხი დააყენა. მოძიებულ იქნა თანხები დაახლოებით ნახევარი მილიონი ლარი, რისთვისაც მადლობა მინდა ცენტრალურ ხელისუფლებას ვუთხრა. წლების პრობლემა გადაჭრილია. ერთ კვირაში მოსახლეობას სუფთა სასმელი წყალი მიეწოდება,“-განაცხადა შოთა მურღულიამ.


ნანახია: 1779-ჯერ

მსგავსი სიახლეები
სარეაბილიტაციო სამუშაოები ორ თვეში დასრულდება
მუხნარის დასახლებაში თითქმის 10 წელია სასმელი წყლის მიწოდებისა და ხარისხის პრობლემაა.მოსახლეობა აცხადებს, რომ რიონჰესის სასმელი
ხონში, ქალაქის ტერიტორიაზე მაცხოვრებლებს წყალი გრაფიკით მიეწოდებათ.
ადგილობრივები აცხადებენ, რომ სასმელი წყლის ყიდვა უწევთ, ხოლო საყოფაცხოვრებო მიზნებისათვის ან წვიმას ელოდებიან ან კიდევ წყალი

ამინდი