Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ქუთაისელი მეხანძრეები უფროსის წინააღმდეგ ხელმოწერებს აგროვებენ

თარიღი : 12-08-2014, 22:39 | კატეგორია: ახალი ამბები, საზოგადოება, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ქუთაისის მერიის სახანძრო უსაფრთხოების სამსახურის 120-მდე თანამშრომელი სამსხურის უფროსის მოადგილეს რამაზ ყიფიანს უპირისპირდება.
როგორ ცნობილია, ყიფიანის სამსახურიდან გათავისუფლების მოთხოვნით მეხანძრეებმა განცხადება დაწერეს, რომელსაც ხელს სამსახურის 102 თანამშრომელი აწერს.
ყიფიანი სახანძრო-სამაშველო სამსახურში სასჯელაღსრულების სისტემიდან მოხვდა. ის ქუთაისის #2 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში რეჟიმის უფროსი იყო. სახანძრო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებს ყიფიანის მიმართ პრეტენზიები აღნიშნულ სამსახურში მისი მისვლიდან მალევე გაუჩნდათ, რადგან როგორც მეხანძრეები პირად საუბრებში აღნიშნავდნენ, სამსხურის უფროსის მოადგილე მათ არასათნადოდ ექცეოდა და თავისუფალ დროს დაძინების საშუალებას არ აძლევდა.
„ყიფიანი ამჟამად შვებულებაში იმყოფება. მისი გათავისუფლების საქმის მოთავეები იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციაში, გუბერნატორთან დაიბარეს, სადაც მათ შეპირდნენ, რომ ყიფიანს ჯერ შვებულებაში გაუშვებდნენ და შემდეგ გაათავისუფლებდნენ. თუმცა როგორც გაირკვა, შვებულებიდან გამოსვლის შემდეგ ის იმერეთის საგანგებო სიტუაციების სამსხურის უფროსად გადაჰყავთ,“ - აცხადებს topnews.com.ge-სთან საუბრისას წყარო.
თავად ყიფიანი სააგენტოსთან სატელეფონო საუბარში აცხადებს, რომ ის შვებულებაში იმყოფება და აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას არ ფლობს.
„გაურკვეველია ჩემთვის ეს ყველაფერი. შვებულებაში ვარ. უკაცრავად, საჭეს ვმართავ“.- აცხადებს რამაზ ყიფიანი.
რაც შეეხება იმერეთის გუბერნატორთან მეხანძრეების დაბარებას, აღნიშნულზე სამხარეო ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ გუბერნია თვითმმართველობის საკადრო საკითხების გადაწყვეტაში ვერ ჩაერევა.


ნანახია: 2092-ჯერ

მსგავსი სიახლეები
სამსახურის სპეციალისტი მურმან აბზიანიძე აცხადებს, რომ ამავე სამსახურის უფროსის უკვე ყოფილი მოადგილე რამაზ ყიფიანი მას სამსახურის
ქუთაისში, ჭომის დასახლების მახლობლად, ტყეში გაჩენილ ხანძარს მეხანძრეები ხელით აქრობენ.
იმერეთის გუბერნატორმა სამხარეო ადმინისტრაციაში საგანგებო შტაბი შექმნა.
ქუთაისში, წერეთლის ქუჩა #95-ში, მერსედესის მარკის მსუბუქი ავტომანქანა საცხოვრებელი სახლის აივნის საყრდენ ბოძს შეეჯახა.
იმერეთის გუბერნატორის ადმინისტრაციაში საკონკურსო - საატესტაციო კომისიასთან გასაუბრებას 25 კონკურსანტი გაივლის.
იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციაში არსებულ 5 ვაკანტურ პოზიციაზე გამოცხადებული კონკურსის შედეგები ცნობილია.

ამინდი