ქუთაისში ჩასარიცხი აპარატი გაძარცვეს
თარიღი : 10-09-2013, 12:37 | კატეგორია: ახალი ამბები, საზოგადოება

ქუთაისში, ჭავჭავაძის გამზირზე, #18 კორპუსში არსებული მაღაზიის წინ, უცნობმა პირებმა ჩასარიცხი აპარატი გატეხეს. როგორც ტოპნიუსს იმერეთის მთავარ სამხარეო სამმართველოში განუცხადეს, საქმე 177–ე მუხლით არის აღძრული და მიმდინარეობს გამოიება.
"გვიან ღამით გაძარცვეს ტელეფონზე ჩასარიცხი აპარატი. როგორც ჩვენთვის არის ცნობილი, წაღებულია 300 ლარამდე თანხა. მიმდინარეობს გამოძიება,"– ამბობს სამხარეო სამმართველოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი ნანა კუხალაშვილი.