Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ქუთაისის ნაგავსაყრელზე მიმდინარე სამუშაოები ინფრასტრუქტურის მინისტრმა დაათვალიერა

თარიღი : 12-08-2014, 14:56 | კატეგორია: ახალი ამბები   
topnews.com.ge
რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა დავით შავლიაშვილმა, ქუთაისის მერმა შოთა მურღულიამ, შ.პ.ს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის დირექტორმა გიორგი შუხოშვილმა და იმერეთის გუბერნატორმა ზაზა მეფარიშვილმა ქუთაისის ნაგავსაყრელზე მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერეს. ხელისუფლების წარმომადგენერლთა განცხადებით, აღნიშნული ნაგავსაყრელი ერთ-ერთი ყველაზე პრობლემური იყო საქართველოში და წლების მანძილზე მოსახლეობა გაუსაძლის პირობებში ცხოვრობდა. მდინარე რიონს ნარჩენები ახლომდებარე სოფლებში მიჰქონდა, რაც გარემოს დაბინძურებას იწვევდა. რამდენიმე თვის წინ დაიწყო კონსერვაციის სამუშაოები, ნარჩენები თიხიანი მიწით დაიფარა. რიონის პირას გაკეთდა ბერმა (ნაპირსამაგრი). ახალი ნაგავსაყრელი ქალაქ გარეთ აშენდება, ხოლო სამუშაოების დასრულების შემდეგ, ნიკეას ნაგავსაყრელი ევროპული სტანდარტებით დაიხურება.


ნანახია: 1825-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ნიკეას ღია ტიპის ნაგავსაყრელი ნახევარ საუკუნეზე მეტია ფუნქციონირებს.
, ქუთაისის ნაგავსაყრელი ერთ-ერთი ყველაზე პრობლემური ნაგავსაყრელია საქართველოში. მისი მოწესრიგება წლების განმავლობაში ვერ
ნიკეას ნაგავსაყრელი ექსპლუატაციაში საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მყარი ნარჩენების მართვის
ზესტაფონის მუნიციპალური ნაგავსაყრელის დახურვის პროექტის ღირებულებამ 799 990 ლარი შეადგინა.
ზესტაფონში მუნიციპალური ნაგავსაყრელი დაიხურა, - ამის შესახებ topnews.com.ge-ს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და

ამინდი