Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

უფასო იურიდიული კონსულტაცია თქვეთვის საინტერესო საკითხებზე (კითხვა-პასუხი)

თარიღი : 11-08-2014, 12:03 | კატეგორია: სამართალი   
topnews.com.ge

1.კითხვა: აკრძალულია თუ არა ბარსა და ღამის კლუბში არასრულწლოვანთა დაშვება ღამის საათებში?


პასუხი: განგიმარტავთ, რომ „მავნე ზეგავლენისაგან არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად: აკრძალულია ბარსა და ღამის კლუბში არასრულწლოვანთა დაშვება 23-დან 8 საათამდე.

2. კითხვა: აკრძალულია თუ არა არასრულწლოვანთათვის ალკოჰოლური სასმელების, ლუდისა და თამბაქოს მიყიდვა?

პასუხი: განგიმარტავთ, რომ „მავნე ზეგავლენისაგან არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად: აკრძალულია:ა) არასრულწლოვანთათვის ალკოჰოლური სასმელების, ლუდისა და თამბაქოს მიყიდვა;ბ) არასრულწლოვანთა მიერ ალკოჰოლური სასმელების, ლუდისა და თამბაქოს რეალიზაცია;გ) ალკოჰოლური სასმელების, ლუდისა და თამბაქოს რეალიზაცია საგანმანათლებლო, სასწავლო-აღმზრდელობით დაწესებულებებში და მათ ტერიტორიაზე.

3. კითხვა:ადგენს თუ რაიმე შეზღუდვებს კანონი თამბაქოს ნაწარმის რეალიზაციაზე სააღმზრდელო, საგანმანათლებლო და საგანმანათლებლო-სააღმზრდელო დაწესებულებებში და მათ მიმდებარე ტერიტორიებზე?

პასუხი:განგიმარტავთ, რომ „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად: აკრძალულია თამბაქოს ნაწარმის რეალიზაცია: ა) სააღმზრდელო, საგანმანათლებლო და საგანმანათლებლო-სააღმზრდელო დაწესებულებებში და მათ მიმდებარე ტერიტორიებზე 50 მეტრის რადიუსში.

4. კითხვა: ადგენს თუ არა რაიმე შეზღუდვებს კანონი თამბაქოს ნაწარმის რეალიზაციაზე სავაჭრო ობიექტების იმ სექციებში, სადაც ბავშვთა ტანსაცმელი და სათამაშოები იყიდება?

პასუხი:„თამბაქოს კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად: აკრძალულია თამბაქოს ნაწარმის რეალიზაცია:სავაჭრო ობიექტების იმ სექციებში, სადაც ბავშვთა ტანსაცმელი და სათამაშოები იყიდება;

5. კითხვა: რა სახის პასუხისმგებლობას იწვევს თამბაქოსპროდუქციისრეალიზაციისათვისდადგენილიმოთხოვნებისშეუსრულებლობა?

განგიმარტავთ, რომ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1553 1-ლი ნაწილის თანახმად: თამბაქოს პროდუქციის რეალიზაცია იმ სავაჭრო ობიექტში, სადაც წარმოებს ბავშვთა ტანსაცმლისა და სათამაშოების რეალიზაცია, –გამოიწვევს დაჯარიმებას ასი ლარით.
ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად: თამბაქოს პროდუქციის რეალიზაცია სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებაში, სკოლაში, 18 წლამდე ასაკის პირებისათვის განკუთვნილ დაწესებულება-ორგანიზაციებში და მათი კუთვნილი ტერიტორიებიდან 50 მეტრის დაშორებით, აგრეთვე ყველა სახის სამედიცინო და სასწავლო დაწესებულებაში, –გამოიწვევს დაჯარიმებას ორმოცდაათი ლარით.
ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად: ამ მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი განმეორებით ადმინისტრაციული სახდელის დადებიდან ერთი წლის განმავლობაში, –გამოიწვევს დაჯარიმებას ასორმოცდაათი ლარით.
ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად: თამბაქოს პროდუქციის რეალიზაცია 18 წლამდე ასაკის პირზე, –გამოიწვევს დაჯარიმებას ასი ლარით.
ამავე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად:სიგარეტის ღერების, ერთეული შეფუთვის (კოლოფის) რეალიზაცია, თუ მასში სიგარეტის 20 ღერზე ნაკლებია, –გამოიწვევს დაჯარიმებას ათი ლარით.
ამავე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად: ამ მუხლისმე-5 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი განმეორებით ადმინისტრაციული სახდელის დადებიდან ერთი წლის განმავლობაში, – გამოიწვევს დაჯარიმებას ორასი ლარით.

იურიდიული კონსულტაცია
მისამართი: ქუთაისი, კოსტავას ქუჩა N11
ტელ. 0(431)241192
ელ.ფოსტა: Kutaisi@gyla.ge
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ქუთაისის ფილიალი

ან მოგვწერეთ საინფორმაციო სააგენტო Topnews.com.ge-ს ელექტრონულ ფოსტაზე: topnewscomge@gmail.com


ნანახია: 1863-ჯერ

მსგავსი სიახლეები
უფასო იურიდიული კონსულტაცია თქვეთვის საინტერესო საკითხებზე (კითხვა-პასუხი)
რა პასუხისმგებლობას იწვევს სააგიტაციო მასალების გავრცელებისათვის ხელის შეშლა? კენჭისყრისა და არჩევნების შედეგების შემაჯამებელ
უფასო იურიდიული კონსულტაცია თქვეთვის საინტერესო საკითხებზე (კითხვა-პასუხი)
რა სახის სასჯელს ითვალისწინებს არასრულწლოვნის დათრობა, ცივი იარაღის ტარება ან ნარკოტიკული საშუალების ექიმის გარეშე
რა სასჯელს იწვევს კრედიტის უკანონოდ მიღება და წვრილმანი ხულიგნობა?როგორ ისჯება გადასახადისათვის თავის არიდება?-ეს და სხვა
როგორ ისჯება პროსტიტუციაში ჩაბმა და თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწეველი პირისათვის შეხვედრის შეთავაზება სექსუალური მიზნებისათვის?,-

ამინდი