Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ქუთაისის ახალგაზრდული ცენტრი კონკურსს აცხადებს

თარიღი : 10-08-2014, 14:35 | კატეგორია: ახალი ამბები, კულტურა   
topnews.com.ge
ქუთაისის ახალგაზრდული ცენტრი“ 10 აგვისტოს სოციალურ ქსელში იწყებს ლიტერატურულ კონკურსს „ მოკლე ლიტერატურული შედევრი“!
კონკურსი გამოავლენს გამარჯვებულს ყველაზე მოკლე მოთხრობის ავტორებში.
საკონკურსო დავალების არსი გულისხმობს შემდეგს: მონაწილეებმა უნდა დაასრულონ მხოლოდ ერთ აბზაცამდე ტრადიციული ლიტერატურული არქიტექტონიკის დაცვით(კვანძი, კულმინაცია და კვანძის გახსნა) ფედერიკ ბრაუნის უმოკლესი ისტორია: „დედამიწის უკანასკნელი ადამიანი იჯდა ოთახში. კარზე დააკაკუნეს...!
კონკურსს ეყოლება მხოლოდ ორი გამარჯვებული, ჟიურის რჩეული და ყველაზე მეტი Like-ის მფლობელი!
ჟიურის რჩეული ისწვალის ახალგაზრდულ ცენტრში უფასოდ, ნებისმიერი სახელოვნებო დარგის განხრით,დიპლომირებით!
Like გამარჯვებულს გადაეცემა ფულადი ჯილდო 100 ლარის ოდენობით და სიმბოლური პრიზები სპორტის და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროდან!
მონაწილეებმა საკუთარი ნამუშევრები უნდა გააგზავნონ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე akhalgazrdulicentrikutaisi@gmail.com.
კონკურსი შეწყდება 10 სექტემბერს 12:00 საათზე და ჟიურის რჩეულის ვინაობა ცნობილი გახდება 15 სექტემბერს!

ჟიურის წევრები არიან :
ლევან ღამბაშიძე,-ფილოსოფოსი
ანა ბაქანიძე- ფილოლოგი, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს სსიპ ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდის საზოგადოებასთან ურთიერთობის კოორდინატორი
ლაშა შაყულაშვილი – საქართველოს ახალგაზრდობის წარმომადგენელი გაეროში


ნანახია: 2050-ჯერ

მსგავსი სიახლეები
გამარჯვებულს კი 1500 ლარის ოდენობით ფულადი ჯილდო გადაეცემა.
ტრადიციული საქალაქო კონკურსის გამარჯვებულს ჟიური გამოავლენს. კონკურსში გამარჯვებული მოსწავლეები კი დიპლომებითა და ფასიანი
გამოფენაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრებ 28 წლამდე ასაკის ნებისმიერ ფოტომოყვარულს.
ქუთაისის მერიის ახალგაზრდობის საქმეთა განყოფილების ინიციატივით, მიმდინარე წელს 7-19 სექტემბერს მთაში ახალგაზრდული ბანაკი ეწყობა.

ამინდი