"წყალტუბოში ტურისტების რაოდენობა საბჭოთა პერიოდში ჩამოსული ტურისტების რიცხვს ბევრით არ ჩამოუვარდება"
თარიღი : 9-08-2014, 13:06 | კატეგორია: ახალი ამბები

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგებლის კონსტანტინე მამისეიშვილის განცხადებით, ტურისტულ სეზონზე წყალტუბოში ყველა კეთილმოწყობილი სასტუმრო დატვირთულია.
გამგებელი იმასაც აღნიშნავს, რომ თუ ტურისტების რაოდენობა წყალტუბოში საბჭოთა პერიოდში ჩამოსული ტურისტების რიცხვს თუ არ უტოლდება, არც ბევრით ჩამოუვარდება.
„ზუსტი მონაცემები ცოტა ხანში გვექნება. მონაცემებს ძირითადად წყალტუბოს სასტუმროებიდან და #6 აბაზანიდან ვიღებთ. წყალტუბოში ყველა ინფრასტრუქტურული პროექტი განახლებულია და სამუშაოები წყალტუბოს გამწვანებით 2015 წლის ბოლოს დასრულდება,“- ამბობს გამგებელი.
წყალტუბოში ტურისტები ძირითადად ისრაელიდან, რუსეთიდან, გერმანიიდან, ესპანეთიდან, იტალიიდან და უკრაინიდან ჩამოდიან.