Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

უფასო იურიდიული კონსულტაცია თქვეთვის საინტერესო საკითხებზე (კითხვა-პასუხი)

თარიღი : 8-08-2014, 22:54 | კატეგორია: სამართალი   
topnews.com.ge

1.კითხვა:რამდენ ამომრჩეველს აქვს უფლება მოამზადოს და მუნიციპალიტეტის საკრებულოს წარუდგინოს ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის პროექტი?


პასუხი: განგიმარტავთ, რომ საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ 86-ე მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად:მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის არანაკლებ 1 პროცენტს უფლება აქვს, მოამზადოს და მუნიციპალიტეტის საკრებულოს წარუდგინოს ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის პროექტი.
აგრეთვე განგიმარტავთ, რომ პეტიციის წესით საკითხი შეტანილი უნდა იქნეს წერილობით, მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილების პროექტის სახით, რომელსაც ხელს უნდა აწერდეს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის არანაკლებ 1 პროცენტისა. პეტიციის წესით შეტანილ პროექტს თან უნდა ერთოდეს შესაბამისი გადაწყვეტილების მიღების საჭიროების დასაბუთება, პროექტის ავტორის (ავტორების) და მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომაზე დანიშნული მომხსენებლის ვინაობა და მისამართი.

2. კითხვა: გთხოვთ, განგვიმარტოთ საჯაროა თუ არა მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომები?

პასუხი:განგიმარტავთ, რომ საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ 87-ე მუხლის თანახმად:მუნიციპალიტეტის საკრებულოს, მუნიციპალიტეტის საკრებულოს კომისიებისა და მთავრობის სხდომები საჯაროა, გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

3. კითხვა:ვალდებულია თუ არა მუნიციპალიტეტის გამგებელი/მერი და საკრებულოს წევრი მოაწყონ საჯარო შეხვედრა ამომრჩევლებთან?

პასუხი: განგიმარტავთ, რომ საქართველოს ორგანული კანონის„ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ 88-ე მუხლის მე- 2 პუნქტის თანახმად:მუნიციპალიტეტის გამგებელი/მერი და საკრებულოს წევრი ვალდებული არიან, წელიწადში ერთხელ მაინც მოაწყონ საჯარო შეხვედრა ამომრჩევლებთან და მათ წარუდგინონ ანგარიში გაწეული მუშაობის შესახებ, აგრეთვე უპასუხონ ანგარიშის განხილვისას ამომრჩეველთა მიერ დასმულ შეკითხვებს.

4. კითხვა: აქვს თუ არა უფლება მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის დამსაქმებელს შეზღუდოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის უფლება, მონაწილეობა მიიღოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს, მისი კომისიის, ფრაქციის და დროებითი სამუშაო ჯგუფის მუშაობაში?

პასუხი: განგიმარტავთ, რომ საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ მე-40-ე მუხლის მე-9 პუნქტის თანახმად:მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის დამსაქმებელს უფლება არ აქვს, შეზღუდოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის უფლება, მონაწილეობა მიიღოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს, მისი კომისიის, ფრაქციის და დროებითი სამუშაო ჯგუფის მუშაობაში. შრომითი ხელშეკრულება, რომელიც შეიცავს შეთანხმებას აღნიშნული საფუძვლით დასაქმებულის უფლების შეზღუდვის შესახებ, ბათილია. დაუშვებელია ამ საფუძვლით პირის სამსახურიდან გათავისუფლება, დაბალხელფასიან სამუშაოზე გადაყვანა ან სხვაგვარი დისკრიმინაცია.

5. კითხვა: გთხოვთ, გაგვიმარტოთ გამგებლისთვის/მერისთვის უნდობლობის გამოცხადების პროცედურის ინიციირების საფუძველი რამდენი ამომრჩევლის წერილობითი ინიციატივაა?

პასუხი: განგიმარტავთ, რომ საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ 51-ე მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად: გამგებლისთვის/მერისთვის უნდობლობის გამოცხადების პროცედურის ინიციირების საფუძველია მუნიციპალიტეტის საკრებულოს სიითი შემადგენლობის ნახევარზე მეტი მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის არანაკლებ 20 პროცენტის წერილობითი ინიციატივა გამგებლისთვის/მერისთვის უნდობლობის გამოცხადების შესახებ.

იურიდიული კონსულტაცია
მისამართი: ქუთაისი, კოსტავას ქუჩა N11
ტელ. 0(431)241192
ელ.ფოსტა: Kutaisi@gyla.ge
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ქუთაისის ფილიალი

ან მოგვწერეთ საინფორმაციო სააგენტო Topnews.com.ge-ს ელექტრონულ ფოსტაზე: topnewscomge@gmail.com


ნანახია: 1638-ჯერ

მსგავსი სიახლეები
უფასო იურიდიული კონსულტაცია თქვეთვის საინტერესო საკითხებზე (კითხვა-პასუხი)
დასაშვებია თუ არა განქორწინება ორსულბის პერიოდში?, რა ვადაში შეუძლია დასაქმებულს გათავისუფლების ბრძანების გასაჩივრება?-ამ და სხვა
არის თუ არა საქართველოს პრეზიდენტი უფლებამოსილი მოითხოვოს ცალკეულ საკითხთა მთავრობის სხდომაზე განხილვა და მონაწილეობა მიიღოს ამ
როგორც ცნობილია, მუნიციპალიტეტის პირი პირველი სამსახურიდან პირადი განცხადების საფუძველზე წავიდა.
როგორ ისჯება სამსახურებრივი გულგრილობა? ვინ შეიზლება აირჩეს მერად, გამგებლად ან საკრებულოს წევრად? რამდენს შეადგენს სამსახურში