Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ქუთაისის მერიაში რეორგანიზაცია დაიწყო

თარიღი : 8-08-2014, 17:20 | კატეგორია: ახალი ამბები, საზოგადოება, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ქუთაისის მერიაში მასშტაბური რეორგანიზაცია დაიწყო. ქალაქის ადგილობრივ თვითმმართველობაში დასაქმებულ ადამიანებს სპეციალური განცხადებები შესაძლო გათავისუფლებების შესახებ უკვე მიუვიდათ. ქალაქის საკრებულოს ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები ეჭვობენ, რომ რეორგანიზაციის შედეგად მხოლოდ იმ თანამშრომლებს გაათავისუფლებენ, რომლებიც ყოფილი ხელისუფლების მხარდამჭერები არიან. ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ კოალიცია „ქართულმა ოცნება“ არჩევნების წინ ხალხს დასაქმებას შეპირდა, მათ დასაქმებას ვერ ახერხებენ და ცდილობენ საკუთარი კადრებით ქალაქის მერია დააკომპლექტონ.

ქუთაისის მერიაში მოსალოდნელ რეორგანიზაციას მიესალმება, „ლეიბორისტული პარტიის“ წევრი სამსონ გუგავა, თუმცა ამბობს, რომ 500-მდე ადამიანის სამსახურის გარეშე დარჩენა დღევანდელი ხელისუფლების მხრიდან კიდევ ერთი უკან გადადგმული ნაბიჯი იქნება.
"ხელისუფალი ვალდებულია იფიქროს სამუშაო ადგილების შექმნაზე. წინააღმდეგ შემთხვევაში მიიღებენ იგივე დაძაბულობას, რაც იყო გასული წლების განმავლობაში. დღევანდელ ხელისუფლებას ცხადია სურს, რომ რეორგანიზაციის შედეგად ქუთაისის მერია მათი მხარდამჭერებით დაკომპლექტდეს,"- აცხადებს სამსონ გუგავა.
"საკმაოდ რთულ მდგომარეობაშია დღევანდელი ხელისუფლება. წინასაარჩევნოდ განსაკუთრებით ბევრი დაპირერები გასცეს, ამიტომ დიდი ვალდებულებები აქვთ აღებული. თუმცა საინტერესო იქნება შედეგები რა და როგორ მოხდება. მინდა, რომ რეორგანიზაცია იმ ადამიანების ხარჯზე არ ჩატარდეს, რომლებიც პროფესიონალ კადრებს წარმოადგენენ და წლებია მერიაში მუშაობენ,"- აცხადებს ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" წევრი ბესიკ ბრეგაძე.
ქუთაისის მერის შოთა მურღულიას განცხადებით, მერიაში ჩასატარებელ რეორგანიზაციას მათ კანონი ავალდებულებს. მურღულიას თქმით, ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ მიღებული კანონის თანახმად, მერიაში ყოველ 500 ამომრჩეველზე ერთი ადამინი უნდა იყოს დასაქმებული, რაც დაახლოებით 350-მდე ადამიანს შეადგენს.
" თუ კვალიფიციური კადრები იმუშავებენ, ეს რაოდენობა საკმარისი იქნება. ამ ყველაფერს კანონი გვავალდებულებს და ვინმეს არ ეგონოს, რომ ეს ქალაქის მერიის ახირებაა,"- აცხადებს შოთა მურღულია.
ქუთაისის მერიაში უახლოეს მომავალში ჩასატარებელ რეორგანიზაციას მიესალმება ქუთაისში მცხოვრებთა უმრავლესობა. მათი თქმით, ისინი მერიის მუშაობით კმაყოფილები არ არიან და აცხადებენ, რომ მერიაში რეორგანიზაცია ადრეც უნდა დაწყებული.
" ერთხელ ვიყავი მანდ შესული და იმის მერე სურვილიც არ მაქვს მანდ შევიხედო. 5 კვადრატიან ოთახში ერთი 10 სკამი, მაგიდა და კომპიუტერი ედგათ, როგორ სუნთქავენ იმ პატარა ოთახში არ ვიცი,"- აცხადებს ქუთაისელი ნათელა დოლიძე. " ნამდვილად მივესალმები რეორგანიზაციას, რაც უფრო ცოტა ადამიანი იმუშავებს, საქმე მით უფრო გაკეთდება. ნახევარზე მეტი ყავის მომდუღებლები იყვნენ და მეტი არაფერი,"- აცხადებს ჯემალ ნაყოფია.
ქუთაისის მერიაში რეორგანიზაცია ჯერ კიდევ 2013 წელს, დიმიტრი კოპალიანის მერობის პერიოდში დაიწყო. მაშინ ქალაქის მერიაში დასაქმებულთა რაოდენობა რამდენიმე ათეულით შემცირდა.


ნანახია: 2860-ჯერ

მსგავსი სიახლეები
მურღულიას თქმით, მისი მთავარი პრიორიტეტი მოსახლეობის პრობლემების გადაწყვეტა იქნება. რაც შეეხება მერიაში დაგეგმილ რეორგანიზაციას,
ქუთაისის ახალი მერი გიორგი ჭიღვარია უფლებამოსილების შესრულებას დღეიდან შეუდგა.
ქუთაისის მერის, გიორგი ჭიღვარიას განცხადებით, ქალაქის მერიაში რეორგანიზაცია იგეგმება, თუმცა მერი ირწმუნება, რომ რეორგანიზაციის
როგორც topnews.com.ge-სთვის გახდა ცნობილი, მერიაში ამ დროისათვის არსებული 18 სამსახურიდან რეორგანიზაციის შემდეგ, მუშაობას 9
ქუთაისის მერიაში გამოცხადებული რეორგანიზაციის პროცესი პირველ მარტს დასრულდება.

ამინდი