Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

აგვისტოს ომში დაღუპულთა ოჯახებს 1000-1000 ლარი გადასცეს

თარიღი : 8-08-2014, 12:49 | კატეგორია: ახალი ამბები   
topnews.com.ge
ქუთაისში, ქვეყნის სხვა ქალაქების მსგავსად, 2008 წლის აგვისტოს ომის 6 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიებები გაიმართა. ომის დროს დაღუპულ გმირთა მემორიალი ქუთაისის მერმა შოთა მურღულიამ გვირგვინით შეამკო. სამხარეო ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა, საკრებულოს თავმჯდომარემ დავით დვალმა და დეპუტატებმა მემორიალთან სანთლები დაანთეს.
2008 წლის ომში დაღუპულთა მემორიალთან ჯარისკაცები და გმირთა დედებიც მივიდნენ.
მემორიალთან დაღუპულ გმირთა მოსახსენიებელი პანაშვიდი გადაიხადეს.
2008 წლის აგვისტოს ომში იმერეთიდან 34 მებრძოლი დაიღუპა.
,,საქართველო არასოდეს დაივიწყებს თავის ნამდვილ გმირებს. ბიჭებს, რომლებიც ჩვენს გვერდით ცხოვრობდნენ ყველაზე მთავარი გაიღეს სამშობლოსთვის, გმირულად დაიღუპნენ,“ - აცხადებს ქუთაისის მერი შოთა მურღულია.
დღესვე ქალაქის მერმა დაღუპილთა ოჯახებს 1000 -1000 ლარი გადასცა. დაღუპულთა ოჯახების თქმით, ხელისუფლება მათ მიმართ ნაკლებ ყურადღებას იჩენს.


ნანახია: 1829-ჯერ

მსგავსი სიახლეები
2008 წლის ომში დაღუპულთა მემორიალთან ჯარისკაცები და გმირთა დედებიც მივიდნენ.
2008 წელს რუსეთ–საქართველოს ომში იმერეთიდან 34 მებრძოლი დაიღუპა.
ქუთაისში, 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპულებს პატივი ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა მიაგეს.
იმერეთიდან ომს 34 მებრძოლი ემსხვერპლა.
ქუთათელ-გაენათელმა მიტროპოლიტმა მეუფე კალისტრატემ 21 წლის წინ დაღუპულ გმირთა მემორიალთან პანაშვიდი გადაიხადა.
2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში თერჯოლიდან 5 მებრძოლი დაიღუპა.

ამინდი