Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ქუთაისში მდებარე პარლამენტის შენობიდან დოკუმენტაცია და აპარატურა თბილისში მიაქვთ

თარიღი : 7-08-2014, 11:27 | კატეგორია: ახალი ამბები, საზოგადოება, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ქუთაისში მდებარე პარლამენტის შენობიდან დოკუმენტაცია და აპარატურა თბილისში რუსთაველის გამზირზე მდებარე პარლამენტის შენობაში მიაქვთ.
როგორც topnews.com.ge-სთან საუბრისას კომიტეტის აპარატის წევრები აცხადებენ, ყველაფერი 2 დღეში უნდა ჩაალაგონ და შემდეგ, აპარატურას და დოკუმენტაციას თბილისში გადაიტანენ.
„ძალიან ბედნიერები და გახარებულები ვართ. ამ 2 წლის განმავლობაში ყოველდღიურად ვიღებდით სტრესს და მგზავრობის დროს სიცოცხლეს საფრთხეს ვუქმნიდით. ჩვენი ინცფორმაციით, სექტემბრიდან ბიუროების და კომიტეტების სხდომები თბილისში გაიმართება, რაც ძალიან გვახარებს. 2 დღის განმავლობაში ჩავალაგებთ ყველა საჭირო დოკუმენტაციას და აპარატურას და ამას თბილისში გადაიტანენ“, - განაცხადა ადამიანის უფლებათა კომიტეტის წამყვანმა სპეციალისტმა ირაკლი კვეზერელმა.
შეგახსენებთ, რომ როგორც საპარლამენტო უმრავლესობის წევრები აცხადებენ, სექტემბრის პირველი კვირიდან კომიტეტები და ბიუროები თბილსში მდებარე პარლამენტის შენობაში გაიმართება.
ქუთაისში მდებარე პარლამენტის შენობიდან დოკუმენტაცია და აპარატურა თბილისში მიაქვთ


ნანახია: 1872-ჯერ

მსგავსი სიახლეები
როგორც ჩაფიძემ განაცხადა დეპუტატებმა სპეციალური გრაფიკი შეიმუშავეს, რომლითაც სესიები ქუთაისში, კომიტეტები კი თბილისში გაიმართება.
საპარლამენტო უმცირესობის წევრმა სერგო რატიანმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ოპონენტ კოლეგებს განუცხადა, რომ მათ ქუთაისში მდებარე
პარლამენტის აპარატის საორგანიზაციო დეპარტამენტის თანამშრომლები საკანონმდებლო ორგანოს თბილისში დაბრუნებას მოითხოვენ. მათი თქმით,
თბილისში მდებარე პარლამენტის ყოფილ შენობაში მიმდინარე სარემონტო სამუშაოები დაახლოებით ერთ თვეში დასრულდება. ამის შესახებ
ქუთაისის საკრებულოს ფრაქცია „ნაციონალების“ თავმჯდომარე გია უკლება ქუთაისში მდებარე საქართველოს პარლამენტის თბილისში გადატანის

ამინდი