Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

7 აგვისტოს ქუთაისის ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება

თარიღი : 6-08-2014, 23:59 | კატეგორია: ახალი ამბები   
topnews.com.ge
მიმდინარე წლის 7 აგვისტოს მაღალი ძაბვის ქვესადგურებში "მოწამეთა" და წყალწითელა“ დაგეგმილი პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 17:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება ქ. ქუთაისის ნაწილს.

მაღალი ძაბვის ქვესადგურებიდან “მოწამეთა” და „წყალწითელა“ ელექტროენერგიით მარაგდება ქ. ქუთაისის საფიჩხიის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული ქუჩები. შესაბამისად, 7 აგვისტოს 10:00 საათიდან 17:00 საათამდე ძაბვის მიწოდება დროებით შეუწყდება სოლომონ პირველის, სოლომონ მეორეს, კლდიაშვილის, ტყიბულის, ევდოშვილის, ჯორჯიაშვილის, მოსკოვის, წმ. სამების, გელათის (ნაწილობრივ) და მიმდებარე ქუჩებსა და შესახვევებს. საერთო ჯამში, დაახლოებით 2000 აბონენტს ქუთაისში და დაახლოებით 450 აბონენტს თერჯოლის რაიონის სოფელ გოდოგანში.

კომპანიის პრესსამსახურის განცხადებით, აბონენტთა ენერგომომარაგების საიმედოობის უზრუნველყოფის მიზნით პროფილაქტიკურ სამუშაოებს "ენერგო პრო ჯორჯია" სისტემატურად ატარებს ყველა მაღალი ძაბვის ქვესადგურში.


ნანახია: 1866-ჯერ

მსგავსი სიახლეები
შეფერხების მიზეზად მაღალი ძაბვის ქვესადგურ „წყალწითელაში“ დაგეგმილი პროფილაქტიკური სამუშაოები სახელდება.
პროფილაქტიკური სამუშაოების გამო ელექტროენერგიის მიწოდება დაახლოებით 950 აბონენტს შეუწყდება.
მიზეზად პროფილაქტიკური სამუშაოები სახელდება.
ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება დაახლოებით 5200 აბონენტს ქუთაისში.
პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 06:00 საათიდან 14:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება დაახლოებით 6700 აბონენტს

ამინდი