Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ხელისუფლების წარმომადგენლებმა მესამე ქვეითი ბრიგადის 22 წლის იუბილე აღნიშნეს

თარიღი : 6-08-2014, 19:37 | კატეგორია: ახალი ამბები   
topnews.com.ge
თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებმა, გენერალური შტაბის უფროსმა, ქუთაისის მერმა და იმერეთის სამსახრეო ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა დღეს მე-3 ქვეითი ბრიგადის დაარსების 22 წლისთავი აღნიშნეს და სამშობლოსათვის თავდადებულ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს.
სტუმრები მე-3 ქვეითი ბრიგადის ჯარისკაცებს მიესალმენ, საზეიმო ტორტი დაჭრეს, შეიარაღება და ტექნიკა დაათვალიერეს.
„ჯარისკაცები ნამდვილად განსაკუთრებული ადამიანები არიან. ყველაფერს აკეთებენ იმისათვის, რომ საკადრისად წარსდგენ სამშობლოს სადარაჯოზე. ეს ყველაზე მთავარი მისიაა, რაც ადამიანმა თავისი სამშობლოსთვის უნდა აღასრულოს. ეს ადამიანები, ყოველდღე, ყოველ წუთს, ყოველ წამს მზად არიან საქართველოს გულისთვის მიიღონ მონაწილეობა საბრძოლო სიტუაციებში ქვეყნის შიგნით და გარეთ. ეს ყველაზე თამამი და ვაჟკაცური საქმეა,“-განაცხადა ქუთაისის მერმა შოთა მურღულიამ.
დღის ბოლოს ჯარისკაცებისთვის ბრიგადის ტერიტორიაზე კონცერტი გაიმართა.


ნანახია: 1800-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ღონისძიებას ქუთაისის მერი შოთა მურღულია და იმერეთის რეგიონის გუბერნატორი გივი ჭიჭინაძე დაესწრნენ.
საქართველოს შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების მე–3 ქვეითი ბრიგადის დაარსებიდან 24 წელი შესრულდა.
ბრიგადის საბრძოლო დროშის გადაბარების ცერემონიალი საქართველოს პარლამენტის შენობის წინ ქუთაისში გაიმართა.
ჩვენმა ჯარისკაცებმა წლების განმავლობაში არაერთხელ დაამტკიცეს, რომ საკუთარი სიცოცხლის ფასად ღირსეულად ემსახურებიან საქართველოს

ამინდი