ზესტაფონი-ქუთაისის მონაკვეთზე სამუშაოების 80%-ზე მეტი შესრულებულია
თარიღი : 6-08-2014, 10:27 | კატეგორია: ახალი ამბები, საზოგადოება

ზესტაფონი-ქუთაისის მონაკვეთზე სამუშაოების 80%-ზე მეტი შესრულებულია.
მაღალი წნევის მაგისტრალური გაზსადენის „ზესტაფონი-ქუთაისის“ 700მმ დიამეტრის 23კმ-იანი მონაკვეთის მშენებლობის პროცესი გრძელდება და სამშენებლო სამუშაოების 81% უკვე შესრულებულია.
აღნიშნული მონაკვეთის რეაბილიტაცია არსებული 500მმ დიამეტრის დაზიანებული მილების, ასევე მდინარეებისა და ხევების პრობლემური გადაკვეთების გამოცვლის აუცილებლობამ განაპირობა.
„ზესტაფონი-ქუთაისის“ მონაკვეთის მშენებლობა აღმოსავლეთ-დასავლეთის მაგისტრალური გაზსადენის რეაბილიტაციის პროექტის IV ფაზის ფარგლებში
ხორციელდება და მას აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID) აფინანსებს.
„ზესტაფონი-ქუთაისის“ 23კმ-იანი მონაკვეთის მშენებლობის კონტრაქტის ღირებულება 4 496 765,47 აშშ დოლარია. მშენებლობისთვის საჭირო მილებისა და სხვა მასალების შესყიდვა ცალკე კონტრაქტის ფარგლებში 2014 წლის დასაწყისში მოხდა.
მაღალი წნევის მაგისტრალური გაზსადენის „ზესტაფონი-ქუთაისის“ 23კმ-იანი მონაკვეთის მშენებლობა 2014 წლის გაზაფხულზე დაიწყო და მას საერთაშორისო ტენდერში გამარჯვებული ქართული კომპანია შპს „საქმილსადენმშენი“ ახორციელებს. სამშენებლო სამუშაოების დასრულება მიმდინარე წლის ოქტომბრისთვისაა დაგეგმილი.