იტვირთება

რაჭაში, სტიქიის ზონაში ანსამბლ "ბუბას" წევრს ეძებენ

რაჭაში, სტიქიის ზონაში ანსამბლ "ბუბას" წევრს ეძებენ

კურორტ შოვში, სტიქიის ზონაში ადგილობრივ მკვიდრს, სოფელ გლოლაში მცხოვრებ გენო სულთანიშვილს ეძებენ.

ანსამბლ "ბუბას" წევრი ე.წ. კოტეჯების სასადილოს შეფ-მზარეული იყო.

"უშუალოდ სტიქიის ეპიცენტრში მოყვა ე.წ კოტეჯების ადგილას. არის ანსამბლ "ბუბას" წევრი. ნუთუ მხოლოდ ოჯახის წევრებს გვაკლია მისი ღიმილი და კაცობა-ადამიანობა? აქამდე არ ვწერდი, იმედი მქონდა, ვინმე კულტურის წარმომადგენელს ან უბრალოდ ვინმე რაჭველს გაახსენდებოდა გენო ბაბუა!
ეხლაც იმიტომ ვპოსტავ, რომ მისი ცოცხლად პოვნის შანსი ამოგვეწურა ოჯახს!,"-ამბობს ოჯახის ახლობელი.

კურორტ შოვში, სტიქიის ზონაში 16 დაკარგულს ეძებენ.


ტეგები:

Facebook - კომენტარები