"ტორპედოს" ფეხბურთელები: ბაზაზე მშიერი ვიხოცებით

ქუთაისის „ტორპედოს“ ფეხბურთელებმა და გულშემატკივრებმა საფეხბურთო კლუბ „ტორპედოს“ ბაზაზე საპროტესტო აქცია გამართეს.
ფეხბურთელების თქმით, მათ ორ თვეზე მეტია, ხელფასი არ მიუღიათ და ასევე ბაზაზე ფეხბურთელებისთვის მწირე დაფინანსების გამო საკვების პრობლემაც დგას.
„ხელფასები ორი თვეა, არ აგვიღია, რომ ვამბობთ, რატომ არ გვაძლევთ-თქო, ასე გვეუბნებიან, თუ არ მოგწონთ პირობები, სადაც გინდათ იქ წადითო. დახეული კეტები და ბურთი გვაქვს. გაუსაძლის პირობებში გვიწევს არსებობა. ეგ კი არა, საჭმლის პრობლემაც კი გვაქვს. ყოველდღე სუპი ჩემმა მტერმა ჭამა“, - აცხადებს ფეხბურთელი სევასტი თოდუა.
ქუთაისის ვიცე-მერის ნოდარ მიქიაშვილის განცხადებით, საფეხბურთო კლუბთან დაკავშირებით კომპანიასთან მოლაპარაკებები დაახლოებით სამი კვირის განმავლობაში მიმდინარეობდა.
„ქუთაისს ეყოლება ნორმალური კლუბი. „ვისოლმა“ გამოიჩინა კეთილი ნება, რომ წლის ბოლომდე „ტორპედოს“ დაფინანსება გაუგრძელოს. ყველას აქვს მეტ-ნაკლები მოთხოვნა, თუმცა შეთანხმება მიღწეულია. 4 აგვისტოდან კლუბის წევრებს, ვინც ამ პირობებზე იქნება თანამა, კონტრაქტები გაუფორმდებათ,“ - განაცხადა მიქიაშვილმა.