Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ვანში სტიქიით დაზარალებულებს ინფრასტრუქტურისა და სოფლის მეურნეობის მინისტრები შეხვდნენ

თარიღი : 2-08-2014, 11:33 | კატეგორია: ახალი ამბები   
topnews.com.ge
ინფრასტრუქტურისა და სოფლის მეურნეობის ახლადდანიშნულმა მინისტრებმა იმერეთის გუბერნატორთან ერთად, სტიქიის შედეგად დაზარებული ვანის მუნიციპალიტეტი მოინახულეს.
ხელისუფლების წარმომადგენლები ზარალის დამთვლელი კომისიის მიერ ერთი კვირის განმავლობაში შესრულებულ სამუშაოებს გაეცნენ. ინფრასტრუქტურის სამინისტროს ჩართულობით, რაიონში მდინარის ადიდების შედეგად წაღებული ხიდის საპროექტო სამუშაოები მიმდინარეობს. ასევე, დაგეგმილია ნაპირსამაგრი სამუშაოები და გაბიონების მოწყობა. დღესვე, სამინისტროების წარმომადგენლები და იმერეთის გუბერნატორი სტიქიის შედეგად დაზარებული სოფელ ამაღლების მოსახლეობასაც შეხვდნენ. ინფრასტრუქტურისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროების ხელმძღვანელები მათი კომპეტენციის ფარგლებში არსებული პრობლემების გადაჭრას დაპირდნენ. დღესვე, მინისტრებმა და მხარის რწმუნებულმა სტიქიის შედეგად დაღუპულთა ოჯახებიც მოინახულეს და მათ სამძიმარი გამოუცხადეს. მთავრობის გადაწყვეტილებით, თიოთოეულ მათგანს ერთჯერადი კომპესანციის სახით 4500 ლარი გადაეცა.


ნანახია: 1672-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ამ ეტაპზე სპეციალისტები სტიქიის შედეგად დაზიანებული ხიდის პროექტირებაზე მუშაობენ.
იმერეთის გუბერნატორთან და ვიცე-გუბერნატორებთან ერთად, გიორგი კვირიკაშვილი ადგილზე არსებულ მდგომარეობასა და მოსახლეობის
ამ წუთის მონაცემებით ზარალმა 800 ათასი ლარი შეადგინა.
ხელისუფლების წარმომადგენლები დაზარალებულ მოსახლეობასაც შეხვდნენ.
ვანის მუნიციპალიტეტში 4თვის წინ მომხდარი სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები ხორციელდება.

ამინდი