პროკურატურამ საპარლამენტო უმცირესობის წევრის გია თევდორაძის ძმა დაკითხა
თარიღი : 31-07-2014, 21:52 | კატეგორია: ახალი ამბები, სამართალი

დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურაში საპარლამენტო უმცირესობის წევრის გია თევდორაძის ძმა ბექა თევდორაძე დაკითხეს.
ბექა თევდორაძის თქმით, ისინი დაინტერესდნენ 2012 წელს ავტომანქანაში საწვავი ქუთაისის მერიის კუთვნილი ტალონით ჩაისხა თუ არა.
“მე შემიძლია ვთქვა, რომ ეს იყო სრული აბსურდი. მერიის კუთვნილი ტალონით მე საწვავი არ ჩამისხია. ამ ყველაფერს აქვს პოლიტიკური სარჩული. გამოძიებას არ აინტერესებს საწვავის ტალონები, მისი უშუალო ინტერესის სფერო ჩემი ძმა გია თევდორაძეა”, - განაცხადა ბექა თევდორაძემ.
საპარლამენტო უმცირესობის წევრი აღნიშნულს ერთგვარ გაფრთხილებად აფასებს.
“საოცარი რამ არის ის, რომ სამართლიანობის აღდგენას ქვეყანაში ძალიან ცვალებადი მერიდიანი გააჩნია. ამჯერად ის გადის ჩემი ძმის ბექა თევდორაძის მანქანაში. საგამოძიებო ორგანოს მტკიცებით, თითქოს ჩემმა ძმამ მერიის კუთვნილი ტალონით საწვავი ჩაასხა. მე შემიძლია ვთქვა ერთი რასაც, ამ ყველაფერით ისინი ცდილობენ, ერთგვარი გაფრთხილება მივიღო”, - აცხადებს გია თევდორაძე.
საგამოძიებო ორგანოში დაბარებული ბექა თევდორაძის ადვოკატის თქმით, გამოძიება 332-ე მუხლის პირველი ნაწილით არის დაწყებული.