Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

წითელი ჯვრის საზოგადოება აქტიურ ახალგაზრდებს ბანაკში იწვევს

თარიღი : 31-07-2014, 16:56 | კატეგორია: საზოგადოება   
topnews.com.ge
2014 წლის 1 აგვისტოს, ბაკურიანში, სასტუმრო “მგზავრებში“ სტარტს აიღებს საერთაშორისო ახალგაზრდული ბანაკი, რომელიც საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების და ავსტრიის წითელი ჯვრის ერთობლივი პროექტია და ევროკავშირის მხარდაჭერით ხორციელდება.

საერთაშორისო ბანაკში ქართველი ახალგაზრდების გარდა მონაწილეობას იღებენ აზერბაიჯანის წითელი ნახევარმთვარის, ავსტრიის, გერმანიის, ბელარუსიის და სომხეთის წითელი ჯვრის საზოგადოების მოხალისეები.

10 დღის მანძილზე 42 ახალგაზრდა აქტიურად იქნება ჩართული კლიმატის ცვლილების საკითხების განხილვაში, ისინი დაესწრებიან სესიებს კლიმატის ცვლილების შესახებ, მიიღებენ მონაწილეობას დებატებში, სხვა და სხვა საინტერესო ღონისძიებებში; ასევე, გაიმართება ფილმების ჩვენება კლიმატის ცვლილების შესახებ და რაც მთავარია ერთმანეთს საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ.

საზაფხულო ბანაკის ფარგლებში მოხალისეებისთვის დაგეგმილია ორი ექსკურსია, ბორჯომის პარკსა და რაბათის ციხეში, სადაც ჩამოსულ სტუმრებს საშუალება მიეცემათ უკეთ გაიცნონ საქართველო.


ნანახია: 1947-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ბანაკის ბოლო დღეს ახალგაზრდებმა მინი სპექტაკლები წარმოადგინეს.
მომდევნო თვეში პენსიის ასაღებად მისულ მოხუცებს რამდენიმე თვის პენსია წინასწარ აღებული დახვდათ.
ბევრი ოჯახი ელოდება, რომ მათი საყვარელი ადამიანი დაბრუნდება. თუკი გარდაცვალების შესახებ შეიტყობენ, მათი მთავარი სურვილია იცოდნენ
ბანაკი ხარაგაულში 'ტურიზმის ცენტრის' ორგანიზებით 2013 წლიდან კარვების ფორმატში იმართება, სადაც ყოველი წლის 25 ივლისიდან 15
„ახალგაზრდული ბანაკი 2015“ მიმდინარე წლის 6 -დან 11 მარტის ჩათვლით, ბაკურიანში გაიმართება.