ქუთაისის წერეთლის უნივერსიტეტის საქმეზე სასამართლო გადაწყვეტილებას 15 აგვისტოს გამოაცხადებს

სოციალურ მეცნირებათა დოქტორი და ჟურნალისტი თინა ზაქარაშვილი ქუთაისის აკაკი წერეთლის უნივერსიტეტის წინააღმდეგ სასამართლო დავას აგრძელებს. დღეს, ქუთაისის საქალაქო სასამართლოში ზაქარაშვილის მიერ შეტანილ საჩივარზე არსებითი განხილვა გაიმართა.
სხდომაზე ბრალდების მხარემ, უნივერისტეტის მიერ, ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე აკდემიური საათების დასაკავებლად გამოცხადებული კონკურსის მიმდინარეობის დროს დაშვებულ ხარვეზებზე ისაუბრა. კონკურსანტი თინა ზაქარაშვილი მიიჩნევს, რომ კონკურსი მიკერძოებულად ჩატარდა და მისი კანდიდატურა კომისიამ პიროვნული ნიშნით დაბლოკა.
მოპასუხე მხარე და საქმეში მესამე პირის სტატუსით მონაწილეები კი ამბობენ, რომ დარღვევას ადგილი არ ჰქონია და კომისიამ ზაქარაშვილის ნაშრომს მაღალი შეფასება არ მისცა, რის გამოც მან კონკურსში ვერ გაიმარჯვა.
უნივერსიტეტში ჩატარებული კონკურსის შესახებ შეტანილ სარჩელზე სასამართლომ გადაწყვეტილების გამოცხადება 15 აგვისტოსთვის გადადო.