Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

მთავრობა მიკროსაწარმოების შემქმნელებს საჩუქრად 5 000 ლარს მისცემს

თარიღი : 31-07-2014, 12:47 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით, სახელმწიფო პროგრამის - „აწარმოე საქართველოში" ფარგლებში, სექტემბრიდან ახალი სახალხო პროგრამა ამოქმედდება, რომელიც საქართველოს ყველა რეგიონში მიკროსაწარმოების შექმნას ისახავს მიზნად. ამის შესახებ გადაწყვეტილება პრემიერ-მინისტრის თავმჯდომარეობის დღეს გამართულ ეკონომიკური საბჭოს სხდომაზე მიიღეს.
საქართველოს ყველა რეგიონში მცხოვრებ ნებისმიერ დაინტერესებულ პირს საშუალება მიეცემა, პროგრამის ფარგლებში, სახელმწიფოსგან საჩუქრად მიიღოს 5000 ლარამდე ფინანსური დახმარება, ასევე საგანმანათლებლო და საინფორმაციო მხარდაჭერა, რათა შექმნას მიკროსაწარმო და მოახდინოს მისი თვითდამკვიდრება და განვითარება.
ახალი პროგრამის პროექტი ეკონომიკური საბჭოს წევრებს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ ქეთევან ბოჭორიშვილმა წარუდგინა.


ნანახია: 1922-ჯერ

მსგავსი სიახლეები
მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაიცით, რეგიონის ეკონომიკური პოტენციალის პრეზენტაციამდე, 10:00 საათზე, ირაკლი
საწარმო ყოველწლიურად მინიმუმ 7 000 ტონა პროდუქციის გადამუშავებას შეძლებს.

ამინდი