Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ქუთაისის საკრებულომ კომისიების შემადგენლობა დაამტკიცა

თარიღი : 30-07-2014, 17:35 | კატეგორია: ახალი ამბები, პოლიტიკა   
topnews.com.ge
ქუთაისის საკრებულოს რიგით მეორე სხდომაზე დეპუტატებმა კომისიების შემადგენლობა დაამტკიცეს. ახალი მოწვევის საკრებულოში შექმნილი 5 კომისია ოპოზიციის წარმომადგენლებითაც დაკომპლექტდა.
საკრებულოს ეკონომიკის, ქონების მართვისა და საქალაქო მეურნეობის კომისიის წევრებია: ნატო ქათამაძე, ირმა პეტრიაშვილი, ვიქტორ დოლიძე, გელა გაბადაძე, ტარიელ მეტონიძე, დავით წიტაიშვილი, მურმან გუბელაძე, გრიგოლ ქობალიანი, დავით გოგისვანიძე, ბესიკ ბრეგაძე, ამირან ძოწენიძე, თეიმურაზ ნადირაძე, თეიმურაზ კიკვაძე. კომისიას გალაქტიონ ტოროშელიძე ხელმძღვანელობს.

6 წევრით დაკომპლექტდა საფინანსო-საბიუჯეტო კომისია. კომისიის თავმჯდომარეა ლელა ქელბაქიანი. წევრები: გალაქტიონ ტოროშელიძე, კახაბერ დვალიშვილი, თეიმურაზ კიკვაძე, სამსონ გუგავა, ბესიკ ბრეგაძე, ამირან ძოწენიძე.

კულტურის, განათლების, ახალგაზრდობის საქმეთა და სპორტის კომისიაში, რომელსაც ირმა პეტრიაშვილი ხელმძღვანელობს, შემდეგი დეპუტატები შევიდნენ : ტარიელ მეტონიძე, გიორგი უკლება, ლელა ქელბაქიანი, ვიქტორ დოლიძე, ზაზა ლომინაძე, რობინზონ წინწკალაძე, გელა გაბადაძე, გრიგოლ ქობალიანი, დავით წიტაიშვილი, მურმან გუბელაძე.

საკრებულოს იურიდიულ საკითხთა კომისიას, უმრავლესობის წარმომადგენელი კახაბერ დვალიშვილი ხელმძღვანელობს. კომისიაში სამი წევრია: გიორგი უკლება, ლაშა გვენეტაძე და დავით ჯანაშია.

ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე თეიმურაზ ნადირაძეა, რაც შეეხება წევრებს ესენია: დავით ჯანაშია, დავით გოგისვანიძე, ნატო ქათამაძე, რობინზონ წინწკილაძე და ზაზა ლომინაძე.
ქუთაისის საკრებულომ დღევანდელ სხდომაზე სულ 7 საკითხი განიხილა.


ნანახია: 2096-ჯერ

მსგავსი სიახლეები
საკრებულოში წინა მოწვევის დეპუტატებიც მოხვდნენ
პოსტებზე არჩეული ყველა კანდიდატი საკრებულოს მმართველი ძალის წარმომადგენელია
სამი პოლიტიკური ძალა ერთ ფრაქციად გაერთიანდა
თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოში მორიგი სხდომა გაიმართა, რომელსაც წარმომადგენლობითი ორგანოს თავმჯდომარე ნინო ჯანელიძე