ქუთაისის საკრებულოს დეპუტატმა პრემიის სახით 32 ათას 326 ლარი აიღო
თარიღი : 30-07-2014, 15:46 | კატეგორია: ახალი ამბები, პოლიტიკა

დღეს, ქუთაისის საკრებულოს სხდომაზე, უმრავლესობის დეპუტატმა ნატო ქათამაძემ საკრებულოს ‘ნაციონალი’ დეპუტატის დავით გოგისვანიძის მიერ წინა მოწვევის საკრებულოს წევრობის დროს აღებული პრემიისა და ხელფასის რაოდენობის შესახებ ინფორმაცია გაასაჯაროვა.
ქათამაძის ინფორმაციით, გოგისვანიძემ 4 წლიანი დეპუატატობის მანძილზე სულ 91 ათას 353 ლარი აღო. აქედან 32 326 ლარი პრემიის, 59 027 ლარი კი ხელფასის სახით აქვს მიღებული.
უმრავლესობის დეპუტატმა სხდომაზე პირობა დადო, რომ ეტაპობრივად გაასაჯაროვებს ინფორმაციას საკრებულოს ყველა წევრის სახელფასო ანაზღაურებისა და პრემიის შესახებ.
„ვპირდები საზოგადოებას, რომ ყველა დეპუატატზე გაცემული ხელფასისა და პრემიის რაოდენობის შესახებ მივაწვდი ინფორმაციას. დღეს გავასაჯაროვე დავით გოგისვანიძის მიერ ბოლო 4 წლის განმავლობაში აღებული ხელფასი და პრემია, თუმცა, არ ვამბობ, რომ ეს არის ყველაზე სკანდალური ინფორმაცია, შესაძლოა უარესი წინ გველოდება“,-განაცხადა ქათამაძემ.
დავით გოგისვანიძე წინა მოწვევის საკრებულოშიც „ნაციონალურ მოძრაობას“ წარმოადგენდა. ახალ საკრებულოში იგი 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ მოხვდა.