Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

მძღოლებმა პროტესტის ნიშნად მერიას შენობის წინ ტრანსპორტი დაუყენეს

თარიღი : 9-09-2013, 15:10 | კატეგორია: ახალი ამბები   
topnews.com.ge
ქუთაისში, #5 და #20 საქალაქო ხაზებზე მომუშავე მიკროავტობუსებისა და ავტობუსების მძღოლებმა დღეს, ტრანსპორტი ქალაქის მერიის შენობის წინ ჩააყენეს.
მძღოლები 30 თეთრად მუშაობასა და ქალაქში ახალი სამარშუტო ხაზების გახსნას აპროტესტებენ.
შპს „სიტი ლაინის“ ექსპლუატაციის უფროსის თენგიზ ლომიძის თქმით, ქუთაისი ერთადერთი ქალაქია, სადაც მძღოლები 30 თეთრად ემსახურებიან მგზავრებს.
„დღევანდელი ჩვენი მოქმედება გაფიცვა არ არის. უზომოდ გაჭირვებული არიან ავტობუსების მძღოლები. დაისვას მგზავრობის ღირებულების ზრდის საკითხი. მერიისგან მივიღეთ პასუხი, რომ ამას მომზადება და შესწავლა სჭირდებოდა, რასაც დავეთანხმეთ. თუმცა ახლა ახალი ხაზები იხსნება თაბუკაშვილის ქუჩასა და ავტოქარხანაში. მგზავრები ისედაც არ გვყავს და ტრანსპორტკი კიდევ რომ დაგვემატება, ფიზიკურად ვერ ვიმუშავებთ,“ - ამბობს თენგიზ ლომიძე.
ცნობისთვის, შპს „სიტი ლაინი“ თაბუკაშვილის ქუჩაზე მოძრავი #5 და #20 მიკროავტობუსებისა და ავტობუსების მლობელია. ამ დროისათვის აღნიშნულ ქუჩაზე 18 ერთეული სატრანსპორტო საშუალება მოძრაობს. ახალი ხაზის, #75-ის გახსნის შემდეგ კი მათი რიცხვი 21-მდე გაიზრდება.


ნანახია: 2397-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ქუთაისში ტრანსპორტის მძღოლები ისევ გაიფიცნენ. #5 და #20 საქალაქო ხაზებზე მომუშავე მიკროავტობუსებისა და ავტობუსების მძღოლებმა
ქუთაისში გაფიცულმა ტრანსპორტის მძღოლებმა მუშაობა განაგრძეს. მათ ქუთაისის ვიცე-მერი კოტე ლომიძე შეხვდა, რომელმაც მძღოლებს
ქუთაისში, თაბუკაშვილის ქუჩის მიმართულებით მოძრავი, ახალი ხაზის, 57 ნომრის მძღოლებs, 5 და 20 ნომრის მძღოლები ხელკეტებით
მძღოლების განცხადებით, ქალაქში მგზავრთა ნაკადი იკლებს და ახალი სამარშუტო ხაზები იხსნება, რის გამოც მათ შემოსავალი აღარ აქვთ.
ქალაქის მერიის ტრანსპორტის სამსახურის მთავარი სპეციალისტის დათო კბილაშვილის თქმით, მერიის მიერ მძღოლების მოთხოვნის შესრულების
ჩემთვის, როგორც ტრანსპორტის სამსახურის უფროსისთვის, მოსახლოების მოთხოვნა უფრო ყურადსაღებია, ვიდრე გაფიცული მძღოლების,"- ამბობს

ამინდი