Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ვანის მუნიციპალიტეტში სტიქიის შედეგებს ითვლიან

თარიღი : 29-07-2014, 19:36 | კატეგორია: ახალი ამბები   
topnews.com.ge
ვანის მუნიციპალიტეტში ზარალის დამთვლელი კომისია მუშაობას დღის ბოლოს დაასრულებს.
ამ ეტაპზე სპეციალისტები სტიქიის შედეგად დაზიანებული ხიდის პროექტირებაზე მუშაობენ. ექსპერტების თქმით, ახალი ხიდის მშენებლობა დაახლოებით 300 000 ლარი დაჯდება და 2 თვეში დასრულდება. რაიონში ასევე იგეგმება ჭოკიანის ხიდის რეაბილიტაციაც, რომელიც კვინი წყლის ადიდების შემდეგ იმდენად დაზარალდა, რომ მგზავრებისა და ტრანსპორტის გადაადგილებას საფრთხეს უქმნის.
როგორც პირველადი აღწერის შემდეგ გაირკვა, სტიქიის შედეგად დაახლოებით 8 ოჯახი დაზარალდა. დაზიანებულია სახნავ-სათესი მიწები, დახოცილია შინაური ფრინველი და პირუტყვი. მას შემდეგ, რაც ზარალის დამთვლელი კომისია მიღებულ ინფორმაციას გადაამოწმებს, შესაბამისი სამსახურები სამუშაოებს განახორციელებენ. ხელისუფლების წარმომადგენლების თქმით, მოსახლეობა ფულადი კომპენსაციის ნაცვლად სამშენებლო მასალებსა და სხვადასხვა სახის დახმარებას მიიღებს. ზარალის დამთვლელი კომისია ვანის მუნიციპალიტეტის გამგეობისა და საკრებულოს წევრებისგან შედგება, კომისიას მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე ლაშა გიორგაძე ხელმძღვანელობს. დღესვე, დაზარალებული სოფლები იმერეთის ვიცე - გუბერნატორმა ალექსანდრე იოსებაშვილმაც მოინახულა.


ნანახია: 1770-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ვანის მუნიციპალიტეტში 4თვის წინ მომხდარი სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები ხორციელდება.
ხელისუფლების წარმომადგენლები ზარალის დამთვლელი კომისიის მიერ ერთი კვირის განმავლობაში შესრულებულ სამუშაოებს გაეცნენ.
ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ ამაღლებაში სტიქიის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა. ასევე, განადგურდა სახნავ-სათესი მიწები. დახოცილია
ამ წუთის მონაცემებით ზარალმა 800 ათასი ლარი შეადგინა.
სამტრედიის მუნიციპალიტეტში სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალის აღრიცხვა გრძელდება.

ამინდი