საქველმოქმედო კონცერტი ქუთაისში 11 წლის გოგონას გადასარჩენად

11 წლის ნანიკო ტორონჯაძის სიცოცხლის გადასარჩენად ხვალ, ქუთაისში საქველმოქმედო საღამო ფესტივალ „პოემუსის“ ფარგლებში გაიმართება. ფესტივალის ორგანიზატორებმა დღეს ქუთაისის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში დაგეგმილი საღამოს შესახებ ისაუბრეს.
საქველმოქმედო კონცერტში მონაწილეობას მიიღებენ მომღერლები, პოეტები და მსახიობები.
„ეს პროექტი არის როგორც საგანმანათლებლო, ასევე საქველმოქმედო და ჩვენ ვართ ამაყები, რომ შარშან სწორედ ამ პროექტით შევძელით 4 წლის გოგონას დახმარება და დიდი იმედი გვაქვს, რომ ახლაც გამოგვივა. განსაკუთრებით მინდა აღვნიშნო, რომ შარშან ყველაზე დიდი თანხა სწორედ ქუთაისიდან შეგროვდა და ამისთვის დიდი მადლობა ქუთაისს“,-ამბობს პროექტ „პოემუსის“ იდეის ავტორი და სამხატვრო ხელმძღვანელი ბექა ელბაქიძე.
ქუთაისში აღნიშნული ფესტივალი უკვე მეორედ იმართება. წელს აქცია-კონცერტი ქუთაისის მერიის მხარდაჭერით ჩატარდება.
„მოვუწოდებ ყველა ქუთაისელს აქტიურად მიიღოს მონაწილეობა ხვალინდელ საღამოში, რომ 11 წლის ნანიკოსთვის გზის ხარჯები მაინც შეგროვდეს. ქუთაისის მერია თავის მხრივ ყოველთვის მზად არის მხარი დაუჭიროს მსგავსი ტიპის აქციებს“,-განაცხადა ქუთაისის მერიის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა განყოფილების უფროსმა ივანე ბუხაიძემ.
11 წლის ნანიკო ტორონჯაძეს ავთვისებიანი იუნგის სარკომა აქვს და სასწრაფო ოპერაცია ესაჭიროება. საფრანგეთში მისი მკურნალობის ხარჯებს ნაწილობრივ საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრო, დიმიტრი ცინცაძის ფონდი და ოპერის მომღერალი ნინო სურგულაძე დაფარავენ.
საქველმოქმედო საღამო ხვალ, 30 ივლისს 19 საათზე ლადო მესიხშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში გაიმართება.