Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ქუთაისის მერობის ყოფილ კანდიდატს თანაგუნდელმა პროკურატურაში უჩივლა

თარიღი : 28-07-2014, 15:08 | კატეგორია: პოლიტიკა   
topnews.com.ge
საარჩევნო ბლოკის „თვითმმართველობა ხალხს“ ნიკეას მაჟორიტარი დეპუტატობის ყოფილმა კანდიდატმა ასმათ დვალიშვილმა გაერთიანების ქუთაისის მერობის ასევე ყოფილი კანდიდატის ხათუნა მაჭავარიანის წინააღმდეგ პროკურატურაში საჩივარი შეიტანა.
ასმათ დვალიშვილის თქმით, ხათუნა მაჭავარიანმა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში დასაქმებული პირები ხელფასების გარეშე დატოვა.
„ადამიანთა ნაწილს 50-60 ლარი გადაუხადეს და 120 ლარზე მოაწერინეს ხელი. არიან ადამიანები, რომელთაც თანხა საერთოდ არ აუღიათ. ეს პრობლემა მარტო ქუთაისში არ არის. სხვა ქალაქებშიც უხელფასოდ დატოვეს ადამიანები,“-ამბოს ასმათ დვალიშვილი.
ასმათ დვალიშვილის ადვოკატის ნიკოლოზ კანკავას თქმით, საუბარი დაახლოებით 7 000 ლარზეა. როგორც კანკავა ამბობს, აღნიშნული თანხა საარჩევნო ბლოკმა სახელმწიფოსგან მიიღო.


ნანახია: 1879-ჯერ

მსგავსი სიახლეები
მაჭავარიანი ამბობს, რომ კოორდინატორებმა მას საჭირო ხმები ვერ მოუგროვეს
მაჭავარიანმა ბოლო ადგილი ქუთაისის მერობის 7 კანდიდატს შორის აიღო
ბლოკი მთავარ აქცენტს ქალბატონებზე აკეთებს
გაიგეთ რა ხდება ხვალ იმერეთში მნიშვნელოვანი
თავდაცვის მინისტრს ჯარისკაცების პატივისცემისაკენ მოუწოდებენ.
მაჭავარიანის თქმით, მათთვის წინასაარჩევნო და მედია გარემო არათანაბარია.

ამინდი