Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ვანის რაიონში სტიქიით დაზარალებულებს იმერეთის გუბერნატორი დახმარებას დაპირდა

თარიღი : 28-07-2014, 13:24 | კატეგორია: ახალი ამბები   
topnews.com.ge
ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ ამაღლებაში სტიქიის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა. ასევე, განადგურდა სახნავ-სათესი მიწები. დახოცილია შინაური ფრინველი და პირუტყვი.

იმერეთის გუბერნატორი ზაზა მეფარიშვილი სპეციალური კომისიის მიერ ზარალის დათვლის შემდეგ, მოსახლეობას შესაბამის დახმარებას დაპირდა. გუბერნატორის განცხადებით, სახელმწიფო გაიღებს გარდაცვლილთა დაკრძალვის ხარჯებს.

სტიქიამ დააზიანა ელექტოგადამცემი ხაზებიც. წუხელ, 22:33 საათზე, ავარიულად გაითიშა იმერეთის 500 კილოვოლტიანი, მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზი "იმერეთი", რის გამოც აღმოსავლეთ საქართველოს მთლიანად და დასავლეთ საქართველოს ნაწილობრივ (აჭარისა და სამეგრელოს ნაწილის გარდა) ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდა. ელექტრომომაგების კუთხით მასშტაბური შეზღუდვა დაახლოებით 2 საათს გაგრძელდა. რეზერვის მობილიზაციის შედეგად, აბონენტებისთვის დენის მიწოდების აღდგენა რამდენიმე საათში, ეტაპობრივად მოხერხდა.

საქართველოს ელექტროსისტემის გენერალური დირექტორის სულხან ზუმბურიძის ინფორმაციით, 3 დაზიანებული ელექტროგადამცემი ხაზიდან უკვე აღდგა "კოლხიდა", ცოტა ხნის წინ კი ენერგიის მიწოდება განახლდა "პალიასტომი 1"-დანაც.


ნანახია: 2051-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ამ ეტაპზე სპეციალისტები სტიქიის შედეგად დაზიანებული ხიდის პროექტირებაზე მუშაობენ.
სახელმწიფო ელექტროსისტემის ინფორმაციით, ენგურჰესის ჰიდროელექტროსადგური ავარიულად გამოირთო, რის გამოც საქართველოს რეგიონებს და
ვანის მუნიციპალიტეტში 4თვის წინ მომხდარი სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები ხორციელდება.
სოფელში სახნავ-სათესი მიწები, საცხოვრებელი სახლები და სათბურები დაიტბორა, ასევე დახოცილია შინაური ფრინველი.
სპეციალიტები დივერსიულ ფაქტს ჯერჯერობით გამორიცხავენ
ძლიერი წვიმის შედეგად ელექტროენერგიის მიწოდების კუთხით არსებულ მდგომარეობასთან დაკავშირებით, 'ენერგო პრო ჯორჯია"-ში საგანგებო

ამინდი