საჩხერის მუნიციპალიტეტიდან 26 თანამშრომელი პირადი განცხადების საფუძველზე გაუშვეს
თარიღი : 9-09-2013, 14:02 | კატეგორია: ახალი ამბები

საჩხერის მუნიციპალიტეტიდან 2012 წლის 20 ოქტომბრიდან მიმდინარე წლის 4 აპრილის ჩათვლით 33 თანამშრომელი გაათავისუფლეს. აღნიშნულ ინფორმაციას საჯარო ინფორმაციის მონაცემთა ბაზა ავრცელებს.
როგორც ორგანიზაციისათვის საჩხერის გამგეობიდსან გაგზავნილ წერილშია აღნიშნული, 33 თანამშრომლიდან სამსახური საკუთარი განცხადების საფუძველზე 26-მა თანამშრომელმა დატოვა. მათ შორის იყო საჩხერის გამგებლის მოადგილე, გამგებლის თანაშემწე, ორი სამსახურის უფროსი, 13 ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელი. საჩხერის მუნიციპალიტეტიდან საკუთარი ნებით გათავისუფლებულ თანამშრომლებს შორის არიან საჩხერის სამსახურების მთავარი, წამყვანი სპეცილისტი და სპეციალისტები.
ხოლო დარჩენილი 7 თანამშრომლის გათავისუფლების მიზეზად შრომის დისციპლინის უხეში დარღვევები, სამსახურებრივ მოვალეობათა შეუსრულებლობა და კადრების შემცირება სახელდება.