Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ვიქტორ დოლიძე:- ‘ასოცირების ხელშეკრულების გამო არაპოპულარული ნაბიჯების გადადგმა მოგვიწევს“

თარიღი : 24-07-2014, 13:46 | კატეგორია: ახალი ამბები, პოლიტიკა   
topnews.com.ge
საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ ვიქტორ დოლიძემ, ქუთაისის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში, საქართველო-ევროკავშირს შორის გაფორმებული ასოცირების ხელშეკრულების მნიშვნელობასა და საქართველოს მიერ აღებულ ვალდებულებებზე ისაუბრა.
ხელშეკრულების დეტალები ვიქტორ დოლიძემ არასამთვარობო ორგანიზაციებს, სტუდენტებს, ბიზნეს და სამოქალაქო სექტორს გააცნო.
დეპუტატი მიიჩნევს, რომ ხელშეკრულება თავისი მნიშვნელობით ორმაგად დიდ პასუხისმგებლობას აკისრებს საქართველოს, როგორც ევროპაში რეალური ინტეგრაციის მსურველ ქვეყანას. სწორედ ამიტომ, მისი თქმით, რეფორმები, რომელთა გატარების ვალდებულება საქართველომ ხელშეკრულებით აიღო, გაცილებით რთულ პროცესებთან იქნება დაკავშირებული, ვიდრე ეს ხელშეკრულების გაფორმებამდე იყო.
„ეს იქნება ძალიან რთული პროცესი, უფრო რთული, ვიდრე ხელშეკრულების ხელმოწერამდე გავიარეთ. ვფიქრობ, აუცილებელი რეფორმების გატარების გზაზე, ჩვენ ბევრი არაპოპულარული ნაბიჯის გადადგმა მოგვიწევს“,-განაცხადა დოლიძემ.
საპარლამენტო უმრავლესობის წევრის თქმით, ხელშეკრულების ყველაზე მნიშვნელოვანი პუნქტი არის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ხელშეკრულების ხელმოწერის პერსპექტივა, რომელიც მისი თქმით საქართველოს ეკონომიკის განვითარების უმთავრესი პირობა იქნება, თუმცა, ამავე დროს ბევრ სირთულესთან იქნება დაკავშირებული.
„თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ხელშეკრულება პრინციპში მოიცავს ყველა იმ მთავარ საკითხს, რისი განხორციელებაც ჩვენს ქვეყანას ეკონომიკის მიმართულებით სამომავლო გეგმებში აქვს. ამ ხელშეკრულებაში მკაფიოდ წერია მოთხოვნა მომხმარებელთა უფლებების დაცვისა და სურსათის უვნებლობის რეგულირების შესახებ, რაც შეიძლება ითქვას, რომ ჩვენთვის ახალი ხილია, თუმცა, ეს არის ის „საშინაო დავალება“, რაც ჩვენ უნდა შევასრულოთ“,-განაცხადა დეპუტატმა.
შეხვედრაზე ვიქტორ დოლიძე ასევე შეეხო საქართველო-რუსეთისა და რუსეთ-უკრაინის ურთიერთობებს და განაცხადა, რომ მაშინ, როცა უკრაინა -რუსეთის პრობლემები სახეზეა, კიდევ უფრო კარგად გამოჩნდა, რამდენად მნიშვნელოვანი იყო ის, რომ საქართველომ ევროკავშირთან ასოცირების შესახებ ხელშეკრულებას ხელი მოაწერა.
საუბრის ბოლოს დისკუსია გაიმართა.


ნანახია: 1899-ჯერ

მსგავსი სიახლეები
გაიგეთ რა ხდება ხვალ იმერეთში მმნიშვნელოვანი
ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ მიხეილ ჯანელიძემ იმერეთის მუნიციპალიტეტების გამგებლებთან, მხარისა და ქუთაისის ხელმძღვანელობასთან
ბაზრის ზედამხედველობის სისტემის ჩამოყალიბებისთვის კანონმდებლობის პირველად ვერსიაზე მუშაობა უკვე დასრულებულია.
"თაობათა დიალოგი"-ს ოფისში საქართველოს პარლამენტის წევრი და ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ლევან ბერძენიშვილი სტუდენტებს,
პოლიტიკის ექსპერტის და წიგნ “არჩევნების ანატომიის” ავტორის ბესო (შერმადინ) მიქელთაძის თქმით, 10 დღეში უკრაინის ხელისუფლება

ამინდი