Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ამერიკის საზაფხულო სკოლამ ქუთაისში სეზონი დახურა

თარიღი : 24-07-2014, 13:07 | კატეგორია: ახალი ამბები   
topnews.com.ge
ამერიკის შესწავლის ცენტრმა საზაფხულო სეზონი დახურა. სეზონის დახურვასთან დაკავშირებით, დღეს, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტებმა ამერიკის ისტორიაზე, კულტურაზე, არქიტექტურასა და წესჩვეულებებზე პრეზენტაციები წარმოადგინეს.
„პრეზენტაციის ძირითადი თემაა 90-იანი წლების ამერიკის კულტურა. სტუდენტებმა თემები ასევე მოამზადეს ყველა იმ მიმართულებით, რაც ამერიკულ სკოლაში სწავლის პროცესში აითვისეს. მათ ტრენინგებს უტარებდათ უმაღლესი კვალიფიკაციის მქონე პროფესორები. საინტერესოა ის, რომ ჩვენმა საზაფხულო სკოლამ სხვადასხვა ინტერესების სტუდენტები გააერთიანა“,-ამბობს „ვახტანგ ამაღლობელის სახელობის ამერიკის შესწვლის ცენტრის“ ასოცირებული პროფესორი ია იაშვილი.
„ამერიკის შესწავლის ცენტრთან“ არსებული საზაფხულო სკოლა რამდენიმე წელია სტუდენტებს ორ კვირიან სწავლებებს უტარებს. 2011-12 წლებში სკოლა ამერიკის საელჩოს მიერ ფინანსდებოდა. ბოლო ორი წელი კი სკოლას სრულად აფინანსებს აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერისტეტი.


ნანახია: 1182-ჯერ

მსგავსი სიახლეები
სასწავლო პროცესი დაიწყება 9:00 საათზე და დასრულდება 15:00 საათზე.
როგორც ამერიკის შესწავლის ცენტრის დირექტორი ია იაშვილი აღნიშნავს, მსგავსი ლექციები აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო
ამერიკის დღეების ფარგლებში ქუთაისში რამდენიმე ღონისძიებაა დაგეგმილი.
სკოლა სამი კვირის განმავლობაში გაგრძელდება და მასში მონაწილეობას აწსუს აგრარული ფაკულტეტის 25 სტუდენტი მიიღებს.
ქუთაისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში ამერიკის საელჩოს მიერ ორგანიზებული ამერიკის დღეების ფარგლებში, ფინალური კონცერტი
საავადმყოფოს ჯანდაცვის სამინისტროს ხელშეწყობით, ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტმა 200 000 დოლარის ღირებულების სამედიცინო
წყლის ჭავლმა რამდენიმე წუთით თამაში შეაჩერა.

ამინდი