მოსახლეობის ფორუმი ქუთაისელთა საჭიროებების გასარკვევად
თარიღი : 24-07-2014, 11:39 | კატეგორია: ახალი ამბები

ქუთაისის აკაკი წერეთლის უნივერსიტეტში პროექტის "ეს მუშაობს" ფარგლებში "მოსახლეობის ფორუმი" გაიმართა.
"მოსახლეობის ფორუმში" თითოეულ შეხვედრაზე ქუთაისში მცხოვრები 100 სხვადასხვა სოციალური სტატუსის მქონე ადამიანი მონაწილეობს. მათ შორის არიან დასაქმებულები, მრავალშვილიანი დედები, სოციალურად დაუცველები და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები.
"მომდევნო წლის ბიუჯეტის დაგეგმვის პროცესზე მუშაობა დაწყებულია და მნიშვნელოვანია დავითვალოთ ხარჯები თუ რა უნდა გაკეთდეს. სასურველია, რაც შეიძლება მეტი ადამიანი იყოს ჩართული ამ პროცესში,“ -აცხადებს ქუთაისის მერი შოთა მურღულია.
პროექტი ევროკავშირის მიერაა დაფინანსებული და მას ქუთაისის მერია ახორცილებს. ხოლო ადგილობრივ დონეზე პროექტს ორგანიზებას ქუთაისში მოქმედი სამი არასამთავრობო ორგანიზაცია უწევს.