გუმათის დასახლებაში გაზიფიცირების სამუშაოები ქუთაისის მერმა დაათვალიერა
თარიღი : 23-07-2014, 21:44 | კატეგორია: ახალი ამბები

ქუთაისის მერი შოთა მურღულია გუმათის დასახლებაში მიმდინარე გაზიფიცირების პროცესს გაეცნო. სამუშაოები ,,სოკარ ჯორჯია გაზის“ იმერეთის დირექტორთან დავით ჯაიანთან ერთად დაათვალიერა.
შოთა მურღულია მოსახლეობასაც შეხვდა და მიმდინარე პრობლემებს გაეცნო. ადგილობრივები ამბობენ, რომ გუმათში გაზი არასოდეს ყოფილა, წლების მანძილზე გაზიფიცირების პროცესის დაწყებას უშედეგოდ პირდებოდნენ.
გუმათის დასახლებაში გაზიფიცირების პროცესი წელს დაიწყო, თვენახევარია მიმდინარეობს და სექტემბრის ბოლოს დასრულდება.
,,ჩვენ ვთხოვეთ ,,სოკარ ჯორჯია გაზს“ დახმარება,შემუშავებული იქნა პროექტი, სამუშაოები არჩევნების პერიოდში დაიწყო, შფერხება არაა, დანაპირებს შევასრულებთ და საქმეს ბოლომდე მივიყვანთ. მადლობა მინდა გადვუხადო ,,სოკარ ჯორჯია გაზს“ გაწეული სამუშაოებისთვის“-განაცხადა ქუთაისის მერმა შოთა მურღულიამ