ქუთაისის მერიამ მედიკამენტებით დახმარების პროგრამის დაფინანსება გაზარდა
თარიღი : 23-07-2014, 16:49 | კატეგორია: ახალი ამბები, საზოგადოება

ქუთაისის მერიის გადაწყვეტილებით, მედიკამენტებით დახმარების პროგრამის დაფინანსება გაიზარდა. საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე დეპუტატებმა მხარი პროგრამის ფარგლებში 50 ათასი ლარის გამოყოფას დაუჭირეს.
ვიცე–მერის კოტე ქავთარაძის თქმით, მედიკამენტებით დახმარების პროგრამა არ გაუქმებულა, არამედ საჭირო იყო მეტი თანხის მობილიზება.
"არ არის სწორი, რომ თითქოს პროგრამა გაუქმდა, პირიქით–დავამატეთ თანხა",–განაცხადა ვიცე–მერმა.
საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე დეპუატატებმა ასევე მხარი დაუჭირეს ინფრასტრუქტურული პროექტების განსახორციელებლად საპროექტო სამუშაოებისთვის 60 ათასი ლარის გამოყოფას. როგორც მერიაში ამბობენ, თანხის მობილიზება ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილში გაკეთებული ეკონომიისა და გადაჭარბებული შემოსავლების მიღებით მოხდა. ვიცე–მერის თქმით, გარდა ამისა, 300 ათასი ლარი დაიზოგა იმ თანხიდან, რომელიც 26 მაისს თანამშრომელთა პრემიებისთვის იყო გათვალისიწინებული და რომელიც არ გაიცა.
ჯამში ქუთაისის საკრებულომ დღეს 767 ათასი ლარის საბიუჯეტო ცვლილება დაამტკიცა.