Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ნატო ქათამაძე: 'მმართველმა გუნდმა პოსტებზე ისევ 'ნაციონალი' ზონდერები დანიშნა'

თარიღი : 23-07-2014, 15:46 | კატეგორია: ახალი ამბები, პოლიტიკა   
topnews.com.ge
ქუთაისის საკრებულოს უმრავლესობის დეპუტატი ნატო ქათამაძე, მმართველ გუნდს ადგილობრივ თვითმმართველობაში დასაქმებული რამდენიმე თანამშრომლის ვინაობით დაინტერესებისკენ მოუწოდებს. მისი თქმით, თვითმმართველობაში რამდენიმე პოსტზე მმართველმა გუნდმა "ნაციონალური მოძრაობის" კადრი დანიშნა.
"როგორც ჩანს არ იცოდით, რომ ზონდერებს ნიშნავდით თანამდებობებზე. თუ ახლა ჩვენი ხელისუფლება შევა შეცდომაში და მათ დატოვებს პოსტებზე, ეს იქნება ძალიან დიდი შეცდომა",–განაცხადა ქათამაძემ.
დეპუტატი არ აკონკრეტებს იმ ადამიანების ვინაობას, რომლებიც მისი თქმით, ახლა პოსტებზე იმყოფებიან, "ნაციონალური მოძრაობის" მმართველობის დროს კი ზონდერსაქმიანობას ეწეოდნენ.
ქათამაძის განცხადებამ საკრებულოს "ნაციონალი" დეპუტატების პროტესტი გამოიწვია. ფრაქციის თავმჯდომარის დავით გოგისვანიძის თქმით, ნატო ქათამაძე იმის გამო გაღიზიანდა, რომ მას საკრებულოში პოსტი არ შეხვდა.


ნანახია: 3129-ჯერ

მსგავსი სიახლეები
პოსტზე ნატო ქათამაძე და დავით დვალი განიხილება
ქათამაძე პრემიერს მოუწოდებს, რომ ქუთაისის ადგილობრივ თვითმმართველობაში არსებული მდგომარეობით დაინტერესდეს, აღმოფხვრას
გიორგი უკლება დროებითი სამუშაო ჯგუფის თავმჯდომარის არჩევის შესახებ.
ქუთაისის საკრებულოს სხდომაზე დეპუტატებმა ქალაქის ქონების საპრივატიზაციო ობიექტების ნუსხის დამტკიცება ჩააგდეს.
"რესპუბლიკური პარტიის" ქუთაისის ორგანიზაციას ახალი თავმჯდომარე ჰყავს.

ამინდი